Tag Archives: #ნავთობი

ბაქო დაინტერესებულია “OPEC +”-ის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებით

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში OPEC-ის გენერალურ მდივანს მუჰამედ ბარკინდოს შეხვდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსმი ერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ოპეკი +” ფორმატში აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობაზე საუბრისას ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებით. მან აღნიშნა, რომ ბარკინდოს ხელმძღვანელობით “ოპეკი +”-ის ფორმატში წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, რის შედეგადაც მოხდა ნავთობის მსოფლიო ...

Read More »

გაზისა და ნავთობის გეოპოლიტიკა – ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე

რევიზიონისტული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება მკვეთრად ავიწროებს კონტინენტის სივრცეს მანევრისთვის, ასუსტებს მის პოზიციას და წარმოადგენს მის მთავარ სტრატეგიულ სისუსტეს მეტოქის წინაშე. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული რუსეთი უკრაინის სახელმწიფო საზღვართან არმიის ნაწილებს აგროვებს, სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის ადგილზე 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა განთავსებული. რუსეთი უარყოფს ...

Read More »

2021 წელს რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტი 4,5%-ით შემცირდა

2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთში 4,5%-ით შემცირდა და შეადგინა 79,64 მლნ ტონა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საბაჟო სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი მეორე ადგილზეა ჩინეთში ნავთობის წამყვან მიმწოდებლებს შორის. პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, რომელმაც 12 თვეში ჩინეთს 87,56 მილიონი ტონა მიჰყიდა 43,93 მილიარდ დოლარად (ზრდა 3,1%-ით და 56,54%-ით შესაბამისად). რუსეთს მოსდევს ერაყი (54,07 მლნ ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 21 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.89 (- 0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.14 (-  0,41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან. დაახლოებით 10 დღეში ფასები დაკორექტირდება და ბენზინი  დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი  შედარებით პასიურია, რაც ფასის სტაბილურობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მომავალ პერიოდში, დაახლოებით 10 დღეში, ან უფრო ადრე, როცა ახალი პარტიები შემოვა, ფასები დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით. „ადგილობრივ ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით ...

Read More »

ზრდის შემდეგ, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,59%-ით, 1,48 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანული Azeri LT-ის ღირებულება ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,43%-ით, 0,04 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 92,89 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.5 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 413.813 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5,87 მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,621 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,952 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა

2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულზე ფასების მატებამ იქონია. ნავთობის იმპორტი $324 მლნ-ით $823 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 65%-იან მატებას ნიშნავს. 12.6%-ით $354 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც. 2021 წელს საიმპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი $898 მლნ-ით მსუბუქ ავტომობილებს ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასი არანორმალურ ნიშნულზეა, პრობლემებს ვერც საქართველო გაექცევა

გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ისეთი დაძაბულობაა, რაც ბოლო წლებში მსოფლიოს არ ახსოვს. შავი ოქროს ღირებულებამ ლამის 90 დოლარს გადააჭარბოს, რაც ბოლო წლების გაუგონარი ფასია. ამის ძირითადი მიზეზი უკვე არა პანდემია, არამედ ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში სამხედრო დაპირისპირებებია. რამდენიმე დღის წინ იემენელმა ამბოხებულებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აბუ-დაბის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქდა სამი შემნახველი რეზერვუარი, რამაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ...

Read More »