Tag Archives: #ევროპა

“როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, არაფერია გამორიცხული, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა”

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება, მათ შორის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა. „ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო: არაფერია გამორიცხული. კომისია პასუხისმგებელია სანქციების შემუშავებაზე, ფორმირებასა და განვითარებაზე. თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ექნება ადგილი, ამას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ ევროპას გაზით უზრუნველყოფას ჰპირდება

აშშ-ს ადმინისტრაცია მზადაა უზრუნველყოს ევროპის ქვეყნებისთვის ალტერნატიული გაზის მიწოდება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg იტყობინება, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით. „აშშ მიაწვდის ევროპას ალტერნატიულ ბუნებრივ აირს საჭიროების შემთხვევაში“, – წერს სააგენტო. კერძოდ, აღნიშნული მიზნით, ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტებს თხევადი გაზის მწარმოებლებთან და განიხილავს იმ კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ხსენებულს ...

Read More »
აზერბაიჯანში ქარის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

უქარო ამინდის გამო ევროპაში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი გაორმაგდა

ქარის არარსებობის გამო, დიდი ბრიტანეთი იძულებულია კვლავ დაუბრუნდეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პიკის დასაფარად. ქვანახშირზე მომუშავე თითოეული მეგავატი კი ბრიტანეთის მთავრობას 5000 დოლარზე მეტი უჯდება. GB Grid-ის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების საათობრივი სიმძლავრე 20 იანვარს 11-13 გვტ-ს აღწევდა, 24 იანვარს კი – 1 გვტ-მდე დაეცა. ქვეყანაში “მწვანე ენერგეტიკის” სიმძლავრეების შემცირების გამო საჭირო გახდა გაზისა და ქვანახშირის მოხმარების გაზრდა. ამ უკანასკნელის ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის გაძვირების გამო ევროპელები 21 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებენ

იმ ღონისძიებების მოცულობა, რომლებიც ენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს მომხმარებლების მხარდასაჭერად, 21 მილიარდ ევროდაა შეფასებული. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში, მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ელექტროენერგიის ტარიფებს ევროკავშირში, რამაც ზოგიერთი მოქალაქე და კომპანია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. „წევრი ქვეყნების მიერ მომხმარებლების დასაცავად განხორციელებულმა ქმედებებმა ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

უკრაინასა და ევროპაში მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა

ევროპისა და უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა. 22 იანვრის მონაცემებით, მთლიანი მოცულობა 1,85 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია აქამდე დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, გერმანიის მიწისქვეშა საცავები ამჟამად შევსებულია მხოლოდ 41,8%-ზე. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ევროპის საცავებში არსებული ბუნებრივი აირის მოცულობა 26%-ით (14,9 მლრდ კუბური მეტრი) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, ხოლო გატანამ 71,8%-ს, ანუ 34,3 მლრდ კუბურ მეტრს ...

Read More »

გაზრდილი კომუნალური ხარჯების გამო ევროპელები ენერგიის მოხმარებას ამცირებენ

მთელ ევროპაში იღებენ ზომებს ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. არსებობს მოლოდინი, რომ მიწოდების უპრეცედენტო შეფერხებების გამო ფასი ზამთრის შემდეგ მაღალ დონეზე შენარჩუნდება. Bank of America-ს მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადები მთელს კონტინენტზე იზრდება და ოჯახებს საშუალოდ 54%-ით მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ორი წლის წინ. მაღალი ფასი ზრდის მოთხოვნას მზის პანელებსა და დამატებით საიზოლაციო მასალებზე, რადგან ადამიანები ფულის დაზოგვას ცდილობენ. სახურავზე დამონტაჟებულ მზის პანელებზე მოთხოვნა ...

Read More »

გაზის ფასის გაძვირების გამო მოლდოვის პარლამენტმა მოსახლეობას კომპენსაცია გაუზარდა

გაზის ფასის გაძვირების გამო,ც მოლდოვის პარლამენტმა ქალაქებში ცენტრალიზებული გათბობის მომსახურებისთვის კომპენსაცია გაზარდა. როგორც აზრბაიჯანული “რეპორტი” იუწყება, იანვრიდან ტარიფის კომპენსაცია 67%-დან 80%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გათბობის გადასახადზე კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა თვეში 450-დან 815 ლეიმდე გაიზრდება (45 აშშ დოლარზე მეტი – რედ.). გარდა ამისა, მოცულობა რომელზეც გავრცელდება კომპენსაცია, 1-დან 1,5 გიგაკალორიამდე გაიზრდება. გასული წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასის ორჯერ გაზრდის შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე  880 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების ...

Read More »

გაზის მიწოდების გაზრდის განხილვის მიზნით, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აზერბაიჯანს ეწვევა

ევროპის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი თებერვალში აზერბაიჯანსა და აშშ-ში გამართულ კონფერენციებს დაესწრება, სადაც ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გზებს განიხილავენ. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადება საფრანგეთში კონტინენტის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაზე. ევროპაში გაზის მიწოდების კრიზისმა რუსეთიდან გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია.

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გამორიცხვას მოითხოვენ

კლიმატის ცვლილებების ინსტიტუციონალური ინვესტორთა ჯგუფის (IIGCC) ინფორმაციით, 50 ტრილიონი ევროს ღირებულების აქტივების მფლობელი ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გამორიცხვას მოითხოვენ. ბირთვული ენერგიისთვის მდგრადი ინვესტიციის სტატუსის მინიჭებას IIGCC-ში კვლავ განიხილავენ. ღია წერილში, ინვესტორების ჯგუფმა (IIGCC) შეშფოთება გამოთქვა წიაღისეული გაზის მდგრად ინვესტიციად მარკირების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებით, კაპიტალი შესაძლებელია ისეთ ინვესტიციებზე გადანაწილდეს, რომლებიც ევროკავშირის კლიმატურ გეგმებს ეწინააღმდეგება. გარემოს ...

Read More »