Tag Archives: #ელექტრომანქანა

Toyota 2022 წლიდან ელექტრომობილებს გაყიდის

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor 2022 წლიდან პირველი ელექტრომობილის გაყიდვას დაიწყებს. Toyota bZ4X კროსოვერის გაყიდვები 2022 წლის შუა პერიოდში იგეგმება. ელექტრომობილის მოდელის ფასი ამ დროისთვის უცნობია. როგორც ავტომწარმოებელი აცხადებს, მისი ავტომობილი სრულად დამუხტვის შემდეგ 500 კმ-ის გავლას შეძლებს, ბატარეის 80%-მდე დატენას კი დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება. ამასთან, Toyota Motor გეგმავს ელექტრო მანქანების ახალი ხაზი შექმნას, რომელშიც  2025 წლისთვის 15 მოდელი იქნება გაერთიანებული. ცნობისთვის, სავაჭრო ...

Read More »

Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა

გასულ თვეში Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ელექტრომობილმა ბენზინის ძრავიან კონკურენტ მოდელებს გაყიდვებით პირველად გაუსწრო. Jato Dynamics-ის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებლის ყველაზე ხელმისაწვდომმა მოდელმა გაყიდვებში Renault-ს Clio და Volkswagen-ის Golf-იც დაამარცხა. როგორც კვლევითი ფირმის ანგარიშშია ნათქვამი, Model 3-ის გაყიდვები ნაწილობრივ ასახავს კომპანიის ინტენსიურ გაყიდვებს კვარტლის ბოლოს. ყოველთვიური გაყიდვების გვირგვინის მიღება გარდამტეხი ეტაპია ელექტრომობილებისთვის და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, ...

Read More »

ჩინეთი 2024 წლიდან მფრინავ ავტომობილებს გამოუშვებს

ჩინურმა ელექტრო მობილების მწარმოებელმა Xpeng-მა კონცეფციის მოდელი HT Aero წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Carscoops წერს. გამოცემის ცნობით, HT Aero-ს კორპუსი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან, რაც მას ჰაერში გაჩერებას უადვილებს. ფრენის რეჟიმში ავტომობილის გვერდებზე სპეციალური ძრავი იშლება, რისი წყალობითაც მანქანას  ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შესაძლებლობა აქვს. HT Aero-ის მასობრივი წარმოება 2024 წელს დაიწყება. 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Telsa-მ, ტექნიკური პრობლემების გამო, მფრინავი ავტომობილის ავტოპილოტის ახალი ვერსიის ტესტირება ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებაზე ინვესტორთან მოლაპარაკება განახლდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. „კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, ...

Read More »

მიკროჩიპების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიას კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დაარტყა

მიკროჩიპებზე არსებული გლობალური დეფიციტი მსოფლიო ავტოინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს და იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს შარშან კორონავირუსის პანდემიამ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პორფკავშირების ორგნიზიაცია FIM-CISL ავრცელებს. ორგანიზაციას კონცერნ Stellantis-ში არსებული სიტუაცია მოჰყავს, რომელშიც შედის Fiat, Chrysler, Peugeot, Citroen და სხვა ბრენდები. კონცერნის ქარხნები ამ მიზეზით უკვე გაჩერდნენ და 2021 წლის ბოლომდე კიდევ არაერთხელ მოუწევთ გაჩერება, შედეგად კი კონცერნი Stellantis წელს ...

Read More »

რუსული „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას აძლიერებს

რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას მკვეთრად აძლიერებს – ნავთობგიგანტი საგაზო საბადოს შახ-დენიზის მმართველი კონსორციუმის 25%-ის მფლობელი გახდა. ექსპერტების დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიამ რისკები შესაბამისად შეაფასა, ხოლო წარმატებულ საერთაშორისო პროექტში მისი წილის გაზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი იქნება. „ლუკოილი“ აქამდე კონსორციუმში 9.5%-ს ფლობდა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მალაიზიური ნავთობკომპანია Petronas-თან აქციათა 15.5%-ს შესყიდვის თაობაზე. პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და გარიგება საბოლოოდ რამდენიმე პროცედურული ...

Read More »

ახალგაზრდა ამერიკელებს აღარ სურთ ბენზინზე მომუშავე მანქანები

მინიმ განაცხადა, რომ უნდა აწარმოოს სრულად ელექტრონულ ძრავიანი ავტომობილების ხაზი. ამჟამად, Mini Cooper SE არის ერთადერთი სუფთა ელექტრო მოდელი, რომელსაც კომპანია ყიდის. მაგრამ 2022 და 2025 წლეში კომპანია გეგმავს გამოუშვას სამკარიანი პატარა ელექტრომობილი, ასევე კროსვოვერი და შორ მანძილზე მომუშავე ელექტრო მინივენი. ეს მინის გადარჩენის ერთერთ საშუალებადაც მოიაზრება. არც ისე დიდი ხნის წინ, BMW– ს საკუთრებაში არსებული ბრენდი იბრძოდა ჩრდილოეთ ამერიკის ...

Read More »

Tesla-ს გაყიდვები 72%-ით გაიზარდა

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წლის მესამე კვარტალში 241,000-ზე მეტი ელექტრო მანქანა გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს. კომპანიის გაყიდვები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. გასულ წელს Tesla-მ 140,000 ელექტრო მანქანა გაყიდა. ამავდროულად, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ Tesla მესამე კვარტალში 227 ათას ელექტრომობილს გაყიდის. საერთო ჯამში, წელს კორპორაციამ დაახლოებით 627 ათასი ელექტრო მანქანა გაიტანა რეალიზაციაზე, რაც უკვე აღემატება ...

Read More »

ნორვეგიაში გაყიდული ახალი ავტომობილების 80% ელექტროა

პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Tesla Inc.-ის საშუალო ზომის ელექტრომობილებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ნორვეგიაში ელექტროავტომობილების წილი მნიშვნელოვნად გაზარდა. გასულ თვეში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 80% ელექტრომობილი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ნორვეგია გლობალურად დაწინაურდა ელექტრომობილებზე გადასვლის საკითხში და მოსალოდნელია, რომ სწორედ ის გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისათვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავიან ავტომობილებს სრულად ჩაანაცვლებს. ნორვეგიის საგზაო ფედერაციის მონაცემებით, სექტემბერში ელემენტებზე მომუშავე ...

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი გაიყვანეს

დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის გაყვანილი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი (725 კილომეტრი) ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, სადენი ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე გადის და ინგლისის ქალაქ ბლიტს ნორვეგიულ სოფელ კვილდალთან აკავშირებს. ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია National Grid-ის ინფორმაციით, სადენი ელექტროენერგიით 1,4 მილიონ სახლს მოამარაგებს. პროექტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროა. სადენით განახლებადი ელექტროენერგია გადაიცემა და შედეგად, 2030 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვი 23 მილიონი ტონით შემცირდება. National Grid-ის ​პრეზიდენტის, კორდი ოჰარას თქმით, პროექტი „ინჟინრული ...

Read More »