Tag Archives: #ნავთობი

ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ...

Read More »

თურქეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირა

დასავლეთის სანქციების ახალი ტალღის წინ, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდება და რომელიც მოიცავს ევროპულ ემბარგოს და ფასების ზღვარს, თურქეთმა მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები. 25 ნოემბრის დასრულებულ კვირაში რუსული პორტებიდან თურქ მყიდველებს დღეში 210 000 ბარელი ეგზავნებოდა, Bloomberg-მა გამოთვალა ტანკერების მოძრაობის სტატისტიკის საფუძველზე. თურქეთის მიმართულებით ნაკადები დაახლოებით მესამედით შემცირდა: ერთი კვირით ადრე ანკარამ დღეში 300 000 ბარელი იყიდა, ოქტომბრის ბოლოს – ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.90 (-0.02)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.16 (-0.06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ბაზარზე დიდი გაიაფება იწყება – შეიძლება მალე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ამ პროცესის  მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის აშშ-ს გადაწყვეტილება ვენესუელას მიმართ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე აქამდე არსებული გაძვირების დინამიკა შეცვალა. აშშ ცდილობს შეამციროს ნავთობის ფასი ყველანაირი საშუალებით და ნავთობის მომწოდებელ მტრებს შორის  ყველაზე ნაკლებ მტერს არჩევს, რომელიც მისთვის ახლა ვენესუელაა. აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმების და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. უმსხვილეს ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 963,9 ათასი ტონა, რაც 18,9 ათასი ტონით ანუ 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (945 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 499,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 464,4 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის ...

Read More »

bp – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ bp-აზერბაიჯანის განცხადებაში არის ნქთქვამი, რომლითაც კომპანია მილსადენით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო Trend ავრცელებს. კერძოდ, bp-აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკიდან ნავთობის, ასევე, შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატისა და კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის შეთანხმებული მოცულობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. მიმდინარე კვირას სააგენტო Reuters-მა ოთხ წყაროზე ...

Read More »

ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი დააწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარად ბარელზე 60 დოლარი დააწესეს. ამ ინფორმაციას ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 1 დეკემბერს ავრცელებენ. ასევე შეთანხმებულია ფასის ჭერის ადაპტაციის მექანიზმი – ის საბაზრო ღირებულებაზე 5 პროცენტით დაბლა უნდა იყოს შენარჩუნებული. პოლონეთი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით. იგი მიიჩნევს, რომ ეს ზღვარი ძალიან მაღალია და მოლაპარაკებების დროს მოითხოვა, რომ მაქსიმალური ფასი ბარელზე ...

Read More »

სამსუნის პორტში, ნავთობის ტანკერში აფეთქება მოხდა – ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია

თურქეთში, სამსუნის პორტში აფეთქება ნავთობის ტანკერში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრეების ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყარო: kvira.ge

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.43 (+  2.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.55 (+  2.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 12,5 მლნ  ბარელით და შეადგინა 419,1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,77 მილიონი ბარელით  და შეადგინა  213,8 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 3,54 მილიონი ბარელით და შეადგინა  112,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »