გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცემენტის საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს და რომ სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს გააგრძელებს რეგულაციების ეფექტიანად აღსრულებისთვის. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საწარმოებში ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების ...
Read More »