Tag Archives: #ჰესი

ფერი: ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შანსია

ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შესაძლებლობაა, მგონია, რომ რაჭველებს ამის გაგება არ უჭირთ, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის. “ონის მოსახლეობა მომხრეა რეგიონში ჰესი აშენდეს, პროტესტი კი რეალური ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ფიზიკურად სამუშაოები  იწყება. ჩვენი მხრივ ვცდილობთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროექტის ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანის სიტყვებით, „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს. იმისათვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ ...

Read More »

“ნამახვანჰესზე” ვასაძის სარეფერენდუმო საკითხი ცესკომ არ დაარეგისტრირა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელ ბიზნესმენს ლევან ვასაძის მიერ ცესკოში წარდგენილ სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცესკოს 17 ივნისის სხდომაზე მიიღეს. ვასაძისა და მისმა თანამოაზრეების სარეფერენდუმო საკითხი ნამახვანჰესს შეეხებოდა. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ მოქალაქეებს კითხვა ამგვარი ფორმულებირებით უნდა დასმოდათ: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ ნამოხვანის ჰიდრო-ელექტრო სადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის გაფორმებული ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. აქციის მონაწილეებისთვის მისაღები არც ერთი ლოკაცია არ აღმოჩნდა. აქტივისტები, რომლებმაც დღეს 13-ვე ადგილი დაათვალიერეს ამბობენ, რომ შეთავაზებულ ლოკაციებზე კარვების გაშლა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამახვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი პირველი კარავი იყო განთავსებული, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, თუმცა აცხადებენ, ...

Read More »

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს იმერეთის გუბერნატორი შეხვდა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. მისივე განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე. ე.წ. რიონის ხეობის მცველები ხვალ ადგილების ნახვას გეგმავენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას – შეთავაზებულ რომელიმე ლოკაციაზე დათანხმდებიან თუ არა კარვების გაშლას. მანამდე კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ისინი პროტესტის თავდაპირველ კერაზე დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, ეს მიწა ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: დეესკალაციის პროცესი გრძელდება და გვაქვს ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესი

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება, – ასე შეაფასა ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ...

Read More »

დირკ ბუშლე: საქართველოს მთავრობა მიჰყვება “ნამახვანთან” დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას

რიონის ხეობაში, შსს-მ დაიწყო რკინის ბარიერების დემონტაჟი ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში. ანგარიშის თანახმად, ეს შაბათს გამართული მოლაპარაკების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომლის მედიაციასაც აწარმოებდა დირკ ბუშლე და ალექსანდრა ბუჯაროსკა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები. „აღნიშნული ქმედება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე ...

Read More »

შსს სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესზე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა სახელმწიფოს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწიოს

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით,  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებით, კომპანია „ენკას“ შეეძლება, საკითხი სასამართლოში გადაიტანოს, რის შედეგადაც, ქვეყანას მოუწევს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა. მისი შეფასებით, ახლა კონტრაქტის პირობების გადახედვა რისკის შემცველია. „რაც შეეხება კონტრაქტს ზოგადად, რა თქმა უნდა მშენებლობის შეჩერება ზოგადად ძალიან დიდ როსკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ერთი მხრივ, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკითხი გადაიტანოს სასამართლოში და არბიტრაჟში, რაც ძალიან ბევრი რისკის შემცველი იქნება ...

Read More »