Tag Archives: #ჰესი

სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, სახელმწიფომ კი ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს – მურმან მარგველაშვილი ხუდონჰესის გამოსყიდვაზე

მთავრობის გადაწყვეტილებას, „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შორის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა ინვესტორების მოძიებაში უნდა დახარჯოს, ფული კი ისეთ სფეროებში ჩადოს, სადაც ინვესტიციები ნაკლებ მოსალოდნელია. „ინვესტორი თუ თავად ვერ აკეთებს, სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, ვიდრე სახელმწიფომ აკეთოს. სახელმწიფოს მიერ მაგაზე ფულის ხარჯვას, სჯობს სახელმწიფომ ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს“, – ...

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

როგორ აპირებს მთავრობა ამბიციური ენერგოპროექტების დაწყებას მოსახლეობის გამუდმებული პროტესტის ფონზე?

მთავრობა ენერგეტიკული მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას აპირებს და დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელმაც ქვეყანა მოსალოდნელი ენერგოდეფიციტისგან უნდა იხსნას. ამისათვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლოსთვის ჯამში 1500 მეგავატის პროექტებზე გეგმავს აუქციონის გამოცხადებას. თუმცა, ერთია გეგმები და პროექტები და მეორე მისი განხორციელება. ქვეყანაში ლამის, ყველანაირ ენერგოობიექტის მშენებლობას მოსახლეობა აგრესიულად ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით ხელისუფლება იმდიანადაა განწყობილი. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, დამატებით სიმძლავრეებზე აუქციონების გამოცხადება ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

ვახტანგ ჭარაია: ჰესების მშენებლობა სამუშაო ადგილებს მოგვცემს, გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჰესების მშენებლობას. „ეს როგორც სამუშაო ადგილებს მოგვცემს, ასევე გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, არ მოგვიწევს იმპორტის შეძენა და არ ვიქნებით ვინმეზე პოლიტიკურად დამოკიდებულები. მაქსიმალურად უნდა გამოჩნდებს როლი, საჭიროება და კომპეტენცია მსგავსი პროექტების განვითარებაში, მართვასა და მფლობელობაში“, – აცხადებს ეკონომისტი.

Read More »

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივების თქმით, „ლოპოტა-1“-ის 5.9 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე სოფელს არ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი. მათივე განმარტებით, კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების დასკვნები. „ერთადერთი მდინარეა ეს, რაც ამ სოფელს აქვს. ამით ცოცხლობს ...

Read More »

რას წარმოადგენს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია, რომელსაც მთავრობა კიდევ ერთ შანსს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »

თურქეთში მდინარე ჭოროხზე აშენებული იუსუფელის უდიდესი წყალსაცავი გაიხსნა

თურქეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს გახსნა. როგორც ერდოღანმა თქვა, იუსუფელის კაშხალში წარმოებული ყოველწლიური 1,9 მილიარდი კვტ/სთ ენერგია თურქეთის ეკონომიკას 5 მილიარდ ლირის დამატებით ღირებულებას მოუტანს. გიგანტური ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი კაშხალია ჭოროხის  აუზში, 2012 წელს დაიწყო. კაშხლის კორპუსი  ტალვეგიდან 220 და საძირკველიდან  275 მეტრია. კაშხალი, რომელიც ეიფელის კოშკზე 25 მეტრით მოკლეა, თავისი გიგანტური კორპუსით თურქეთში ...

Read More »
ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია

კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას – ლევან დავითაშვილი ნენსკრა ჰესის ინვესტორზე

მთავრობა კომპანია K-WATER-ს 2022 წლის ბოლომდე აძლევს ვადას, “ნენსკრა-ჰესთან” დაკავშირებით განახლებულ პირობებს დათანმხდეს და პროექტის განხორციელება გააგრძელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმება იგეგმება. “სამწუხაროდ, “ნენსკრა-ჰესის” პროექტი თავის ვადებში ვერ შესრულდა, ინვესტორმა კომპანიამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვალდებულებები ვერ შეასრულა. K-WATER-ს წლის დასაწყისიდან კიდევ ერთი შანსი მივეცით. დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები. სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სრული უფლება, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანია, ...

Read More »

ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა, დასასჯელია – რომან გოცირიძე

“ენგურის ჰესის წყალსაცავში წყლის ზამთრის მარაგი ისე ამოიწურა, რომ ზამთარი არც კი დამდგარა.ვინც ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობა გააჩერა (მთავრობა პირველ რიგში, რუსეთიდან მართულ მავნებლებთან ერთად), არის დასასჯელი.” წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე.

Read More »

მტკვარი ჰესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო – თანაინვესტირების ფონდი მიზეზებს განმარტავს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესს ექსლუატაციაში 2024 წლის პირველ კვარტალში გაუშვებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს, ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, ვადების გადაწევა გამოწვეული იყო პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი შეფერხებებით როგორც მშენებლობის პროცესში ასევე მასალების მოწოდების კუთხით. მათივე განმარტებით,  პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს $232 მილიონს შეადგენს. 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

როგორც არ უნდა ვიწვალოთ და ვიმიტინგოთ, ჰესები აუცილებლად გვჭირდება – ენერგეტიკოსი

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება. „ენკამ” ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება არსებულ შეთანხმებაში შევიდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ამ ფორმატით, თუ სხვა ფორმატით, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების ...

Read More »