Tag Archives: #გაზი

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3.7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 692,3 დოლარი შეადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაზის ფასი ევროპაში 48%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 27%-ითაა გაიაფებული. მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ...

Read More »

“აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს”

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს

ნორვეგიულმა კომპანიებმა Equinor-მა და Petoro-მ, ასევე გერმანულმა Wintershall Dea-მ ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი. კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი აღმოჩენა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე 2023 წელს. ახალი საბადო ირპას გაზის საბადოდან სამხრეთით 23 კილომეტრში მდებარეობს.

Read More »

გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შემოსავალი უმცირდება

ფინანსური ანგარიშის მიხედვით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 2021 წლის ამონაგებს 104.2 მლნ ლარს აფიქსირებს, რაც 10%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდზე. საანგარიშო პერიოდში კომპანია 34.5%-ით 17.1 მლნ ლარამდე ამცირებს გაზის თვითღირებულებაში გადახდილ თანხას. შესაბამისად კომპანიის საოპერაციო მოგება 29.7%-ით 18.9 მლნ ლარამდე მცირდება. მიუხედავად ამონაგებისა და საოპერაციო მოგების შემცირებისა, სახელმწიფო კომპანიამ 18.2%-ით 15.8 მლნ ლარამდე გაზარდა ხელფასები. 2021 წელს კომპანიამ 2.6%-ით ...

Read More »

საქართველოში გაზის ხარისხის დაბალია, ხოლო უსაფრთხოება მინიმალურიც კი არ არის

გაზის მოხმარება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას დიდ რისკს უქმნის. მით უმეტეს, როცა იგი დაბალი ხარისხისაა.  ამ დროს მთელი თბილისი და ასევე რეგიონებიც, უხარისხო გაზით მარაგდება, რაც საფრთხეს განსაკუთრებით ზრდის.  სპეციალისტების რეკომენდაციაა, გაზის მოხმარების პირობები სათანადოდ მოწესრიგდეს  და კონტროლი გაძლიერდეს. მით უმეტეს,  ბუნებრივი აირი საშიშია მაშინაც, როცა მხოლოდ გაზქურა მუშაობს, იგი სახლში ჰაერის დაბინძურების დადგენილ ზღვარს არღვევს და ბავშვებში შეიძლება ჯანმრთელობის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 9,2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 660 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანია მომავალ ზამთრამდე გაზსაცავებში მარაგებს 100%-ით შეავსებს

გერმანია მომავალ ზამთრამდე გაზსაცავებში მარაგებს 100%-ით შეავსებს, მიუხედავად იმისა, რუსეთიდან მიწოდება სრულიად შეწყდება, თუ არა. ამის შესახებ Initiative Energien Speichern-ის (Ines) ექსპერტები იტყობინებიან. ანალიტიკოსების აზრით, გერმანიის საცავები 2023-2024 წლის ზამთრისთვის 100%-ით შეიძლება იყოს სავსე, მიუხედავად რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებისა. მიმდინარე ზამთარში გაზის დეფიციტი უკვე აღმოფხვრილია: უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზეც კი გერმანიის მოქალაქეებს საკმარისი დაგროვილი მოცულობები ექნებათ. ამ წარმატების მიზეზი, Ines-ის ...

Read More »
SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

კალინი: თურქეთში ჰაბის ამოქმედების შემდეგ, ერაყიდან და ირანიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი

თურქეთმა აშშ-სა და ევროკავშირს, ერაყიდან და ირანიდან გაზის ევროპაში გადატუმბვის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ღურქეთში გაზის ჰაბი ამოქმედდება. „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაზის ჰაბის პროექტში ჩავრთოთ [გაზის მიწოდება ევროპაში] გაზის ნაკადები ერაყიდან, თურქმენეთიდან TANAP-ის გავლით.  ზოგიერთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგას კი შევთავაზე, რომ ამ ენერგეტილული რუკის მიხედვით, რაღაც ...

Read More »