Tag Archives: #გაზსადენი

თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ძლიერი მიწისძვრის გამო, თურქეთში გაზსადენზე აფეთქება მოხდა

თურქეთის სამხრეთ პროვინცია ჰატაიში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „იჰლიასი“ იტყობინება. აღნიშნულია, რომ მილსადენზე 3-კილომეტრიანი ხანძრის ორი კერაა. მედია წერს, რომ აფეთქებები და ხანძრები კაჰრამანმარაშის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო.

Read More »

რუმინეთი სამხრეთ გაზის დერეფნის ქვეყნების ჯგუფს უერთდება

“დეკემბერში ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აზერბაიჯანმა და რუმინეთმა გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გაზის მიწოდება მალე დაიწყება. ამრიგად, რუმინეთი უერთდება სამხრეთ გაზის დერეფნის ქვეყნების ჯგუფს”, – შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 3 თებერვალს ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 მინისტრთა შეხვედრაზე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში პირველ მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთის ...

Read More »

ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში: აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა

აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. „შარშანდელი ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს, სამხრეთის გაზის კორიდორი აღმოჩნდა მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ევროპისთვის. ხსენებული სადენით 2022 წელს ევროკავშირისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 11.4-მდე გაიზარდა, რაც 40%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ბოლო წლებში, აზერბაიჯანი ევროკავშირის საიმედო ენერგეტიკულ ...

Read More »

განიხილება სამხრეთის გაზის დერეფნის გაზსადენის გაფართოება

სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმაგანაცხადა. „ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. ...

Read More »

“დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა”

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთს ინტერკონექტორებით, ხოლო უნგრეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი, არამედ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა ევროპის სხვა ქვეყნებში. „რა თქმა უნდა, დღევანდელ ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ტრანსადრიატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება

ტრანსადრიატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება. 2021 წელს ჩატარებული ბაზრის ტესტირების ფარგლებში სავალდებულო შეთავაზებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია TAP-ის სიმძლავრის გაფართოება (წელიწადში 1,2 მილიარდი კუბური მეტრით) გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა.

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი – საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2022 წელს ლატვიამ გაზის მოხმარება მესამედით შეამცირა

გასულ წელს ლატვიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30,3%-ით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მონაცემებში. მთლიანობაში, ლატვიაში გაზის მოხმარებამ 2022 წელს 8887 ტერავატ/საათი შეადგინა. დეკემბერში ლატვიაში ბუნებრივი აირის მოხმარება 16,3%-ით შემცირდა 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც 1,6 ტერავატ/საათს შეადგენდა. ამასთან, დეკემბერში მოხმარება ნოემბრის მაჩვენებელზე 42,4%-ით მეტი იყო. აგვისტო იყო ერთადერთი თვე 2022 წელს, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება წინა წლის ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს

მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს ...

Read More »