სახალხო დამცველმა რეკომენდაციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით მიმართა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ღია წესით, თხრილებში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკვე ათწლეულებია არის განთავსებული. ამ ფორმით ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანების უფლებას, იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს მხრიდან ...
Read More »