Tag Archives: #ფასები

ერთკვირიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.69 (-0.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.59 (-0.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ზამთარი იქნება მძიმე, მაგრამ არა კატასტროფული“ – მოსალოდნელია თუ არა გაზისა და დენის ტარიფის ცვლილება საქართველოში?

მძიმე ზამთრის მოლოდინში ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ. ამის მიზეზი კი ის ენერგეტიკული ომია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს ზამთარი იქნება მძიმე ევროპისთვის, მაგრამ არა კატასტროფული. „ევროპა გამოვა ამ სიტუაციიდან. ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდნენ. საფრანგეთმა უკვე დაიწყო ატომური სადგურების ამუშავება. ასევე თავისი ატომური სადგურების ამუშავებას იწყებს გერმანიაც. იმ ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის მთავარი მიზანია ხუთი მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც საწვავის გაიაფებული იმპორტი არ აისახა საცალო ქსელის ფასებზე

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად არის დაწყებული საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების კლების პროცესი, – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, აგვისტოს თვეში ყველა ტიპის სავწვაზე დაახლოებით 30-40 თეთრიანი კლება გვაქვს. მისივე თქმით, ეს პროცესი გრძელდებოდა სექტემბრის თვეშიც, დაახლოებით 10-30 თეთრის ფარგლებშია კლების მაჩვენებელი ყველა ტიპის საწვავზე. ლექვინაძის განმარტებით, ამას ხელს უწყობდა ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება და კლების ტენდენცია ...

Read More »

დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. მისივე თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამასთან, როგორც დავით ნარმანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ბუნებრივი გაზის სექტორში დეკემბერში ახალი ტარიფები დადგინდება, თუმცა ზრდას არც ბუნებრივი აირის ტარიფზე ელოდებიან. „ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფის, ...

Read More »

ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. „პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება“, – აღნიშნეს თეთრ სახლში. თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი გააგრძელებს იმის შეფასებას, გამოათავისუფლოს თუ არა ნავთობის სტრატეგიული მარაგები ფასების შესამცირებლად. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა  – 0,03 – 1,59 ევროთი/ლიტრაზე, ხოლო დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირებულია – 0.04 – 1,71  ევროთი/ლიტრაზე.    ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.   28 სექტემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.20  ევროს, დიზელის საწვავი – 2.06 ევროს; ნორვეგიაში A-95 ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ გალუშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსეთი ყოველთვის იყო ნავთობდოლარებზე დამოკიდებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. წელს ნავთობის მაღალი ფასი კვებავდა რუსულ ხაზინას გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, თუმცა უკვე ახლა ეს ტენდენცია იცვლება. ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

CNN – ამერიკაში 3-დოლარიანი საწვავის პერსპექტივა არც ისე შორსაა

აშშ-ში ბენზინის ფასები ვარდნას განაგრძობს. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე ერთი გალონის ფასმა შესაძლოა, 3 დოლარიც შეადგინოს. ერთი გალონის საშუალო მაჩვენებელი ორშაბათს 3,96 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ერთი ცენტით ნაკლები იყო, ვიდრე კვირას. მიუხედავად ამისა, კლებამ შეინარჩუნა გაზის ფასების შემცირების ზედიზედ 62-დღიანი ჯაჭვი. 28 შტატში რეგულარის საშუალო ფასი ახლა 3.99 დოლარი ან ნაკლებია. ქვეყნის მასშტაბით 130 000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ორი ...

Read More »

ჯო ბაიდენი: რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს. ამის შესახებ მან ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან თათბირზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საწვავის ღირებულება ისევ მაღალია, ხოლო ფასების შემცირების ტემპები – არასაკმარისად სწრაფი. „ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ ნავთობზე გლობალური ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე, რაზეც გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დავითანხმე. ეს გაზრდის მიწოდებას და რუსეთის შემოსავლებს შეამცირებს“, ...

Read More »

საწვავის რეკორდული ფასის ფონზე Shell-ი შემოსავლის $1 მილიარდიან ზრდას ვარაუდობს

ევროპის უდიდესი ნავთობკომპანია Shell-ი, ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, გაზრდილ მოგებას ელის. კერძოდ, კომპანიის განცხადებით, ენერგიის ბაზარზე მაღალი ფასების გათვალისწინებით, საწვავის გადამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმა მეორე კვარტალში, შესაძლოა, $1 მილიარდზე მეტი შემატა. ლონდონში დაფუძნებული ენერგეტიკული გიგანტის სავაჭრო მონაცემები მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლების შესახებ პირველი ინდიკატორია. კომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ბენზინის ფასის გაძვირებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის მზარდი ღირებულება ნავთობის მწარმოებელ ძირითად ...

Read More »