Tag Archives: #გარემო

ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“ წარსდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, წელს კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა – საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ...

Read More »

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა.ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი”, მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 ...

Read More »

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს ...

Read More »

ოთარ შამუგია შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აღებისა და აღებულ მასალაზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრო

ოთარ შამუგია შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯების აღებისა და აღებულ მასალაზე კვლევების ჩატარების პროცესს დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, შავი ზღვის გონიო-ანაკლიის აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კატარღებით ზღვაში შევიდნენ და ...

Read More »

ოთარ შამუგიამ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა

მტირალას ეროვნულ პარკში, რომელიც მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული ადგილია, მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „წელს, დაცულ ტერიტოროებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ვფიქრობთ, წლის ...

Read More »

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,სუფთა გარემოსთვის’’ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობა ,,სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, მოლდოვას, სომხეთისა და რუმინეთის დელეგაციებისა და საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების დადებით მხარეებსა და ნარჩენების ...

Read More »

ევროპაში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა

ევროკავშირში ტყის ხანძრები რეკორდულ ნიშნულზეა. ცეცხლმა უკვე 660 ათასი ჰექტარი გაანადგურა. 2022 წლის დასაწყისიდან ხანძარმა ლუქსემბურგზე ორჯერ მეტი ფართობი მოიცვა. 2017 წელს ევროკავშირში ტყის ხანძრების შედეგად, აგვისტოში დაახლოებით 420,000 ჰექტარი დაიწვა. ოქტომბერში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის მასივის მოცულობა 988,087 ჰექტრამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ ხანძრის სეზონი შორს არის დასრულებისგან, EFFIS-მა განაცხადა რომ წელს შესაძლოა, ახალი რეკორდი დამყარდეს. ევროკავშირში ხანძრის შედეგად ყველაზე ...

Read More »

რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც შეიძლება მალე. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ამასთან, ნებენზიამ მხარი არ დაუჭირა წინადადებას ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ. მისი თქმით, რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს

უკრაინის შსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაციის სცენარს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სადგურის მუშაობის „ადეკვატური“ კონტროლი არ არსებობს, ის გაუნათლებელი ადამიანების ხელშია, რომლებმაც „შესაძლოა ტრაგედია დაუშვან“. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც რჩებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მონასტირსკიმ ...

Read More »

რა ბედი ეწევა მსოფლიოში უდიდეს ყინულის საფარს, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ – ახალი კვლევა

მსოფლიოს უდიდესმა ყინულოვანმა ფარმა საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევა გამოიწვიოს, თუკი გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატებს; ამის შესახებ ახალი ბრიტანული კვლევა იუწყება. დარემის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, თუკი სათბურის აირების გლობალური გამოყოფა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანმა ფარმა 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს. მკვლევართა განცხადებით, თუ სათბურის აირების გამოყოფა კიდევ უფრო ...

Read More »