Tag Archives: #აქცია

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება”

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ. მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. „დიახ, ...

Read More »

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მირზა ნოზაძის თქმით, ბიზნესმენ ილია ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებს აფინანსებდა, გუშინ გაავრცელეს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში. ამ ინფორმაციის თანახმად, ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის თავის დროზე მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის და წარსულში საქართველოში ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა. ასეთი ბიზნეს მოდელი ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება. „ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, ...

Read More »

ლერი ბარნაბიშვილი: მთავრობის პოზიციაა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება შესრულებული

ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. „მე ...

Read More »

“ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად სამი წინაპირობა დავასახელეთ”

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გუბერნატორებსა და დეპუტატებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წარიმართა. „ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან. სამი ძირითადი საკითხი დავაყენეთ, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის. სამი პირობა არის ის, რომ ...

Read More »

ლერი ბარნაბიშვილი: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებს აღვუთქვით, რომ მათი ყველა კითხვა მივა პრემიერამდე

შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს შორის, მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო რიგი საკითხები, რომელიც მათ აწუხებთ. „ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ ყველა მათი კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. ყველა ...

Read More »