Tag Archives: #რუსეთი

Der Spiegel: რომელი გაზია უფრო მავნე ბუნებისთვის – რუსული თუ ამერიკული

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გერმანული გამოცემა Der Spiegel სტატიას უძღვნის: ცივი საგაზო ომის ფრონტის ხაზი გერმანიაზე გადის, ბალტიის ზღვით ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რუსული გაზი უნდა მიიღოს, ხოლო ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროებთან სულ მალე ამერიკული თხევადი გაზით გავსებული ტანკერები გამოჩნდება. ორივე ქვეყანას – რუსეთსაც და აშშ-საც, ევროპაშიგაზის ექსპორტის გაზრდა სურთ. რუსული მილსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ვაშინგტონი ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთმა რუსეთს გაუსწრო და ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა

საუდის არაბეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და პირველად ამ მაჩვენებლით რუსეთს გაუსწრო. Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა 2020 წელს ჩინეთს 84,92 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა, რაც 1.9%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანამაც გაზარდა ჩინეთში ნავთობის ექსპორტი 7.6%-ით 83,57 მილიონ  ტონამდე. მესამე ადგილზე  ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობის მიხედვით  ერაყია – 60,12 მლნ ტონა.

Read More »

ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა

ევროპარლამენტი გერმანიას მოუწოდებს შეაჩეროს რუსული პროექტის NordStream 2-ის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 11 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაზე წნეხი გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ალექსეი ნავალნი დააპატიმრა.  BBC წერს, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაც მოუწოდებს. “ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, კრიტიკულად გადახედონ რუსეთთან თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგალითად როგორიცაა NordStream 2-ი, რომლის სამშენებლო ...

Read More »

მერკელი Nord Stream2-ზე ბაიდენთან საუბრისთვის მზადაა

ანგელა მერკელი მზადაა მოსკოვთან ენერგეტიკული კავშირები აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან განიხილოს: „ჩვენ უნდა განვიხილოთ, გაზის სექტორში რომელი ეკონომიკური ურთიერთობებია მისაღები რუსეთთან და რომელი არა“. თუმცა, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან დაკავშირებული სადავო გაზსადენის მხარდაჭერა: „ჩემი პოზიცია Nord Stream 2-თან დაკავშირებით არ შეცვლილა”. კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ სანქციები მიუღებელია იმ პირობებში, როცა აშშ ენერგეტიკულ საკითხებში თავადაც თანამშრომლობს რუსეთთან.  Nord Stream2 ერთ-ერთია ...

Read More »

ევროპის პარლამენტი მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებას ნავალნის დაკავების გამო

ევროკავშირის პარლამენტი 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირისგან მოითხოვს, შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა, რომელიც თითქმის დასრულებულია და რომლის გავლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით. ევროპის პარლამენტის წევრები გამოვიდნენ მოწოდებით, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბერლინიდან დაბრუნებისთანავე დაკავების გამო, სადაც ის მკურნალობდა ზაფხულში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ. ის 18 იანვარს დააკავეს და ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებასა და იმპორტთან ერთად, შემცირდა მისი ექსპორტი და ტრანზიტიც

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებამ 2020 წელს 11 159,8 მლნ კვტ / სთ. შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 5,9% -ით ნაკლებია . გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა 7,7% -ით, ხოლო თბოელექტროსადგურების – 0,7% -ით. საქართველოში მოქმედმა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა კი 7,2% -ით გაზარდა გენერაცია, წლის განმავლობაში 90,8 მლნ კვტ / სთ-მდე. მთლიანობაში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდა 1% -ით – 1.61 ...

Read More »

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს. მათი ცნობით, ენერგოკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგისთვის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტად რჩება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა გონივრულ ვადებში იგეგმება. „გაზპრომი“ პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების პირობებში Nord Stream-2-ის განხორციელების შეჩერებას ან პროექტის სრულ გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჰოლდინგის ობლიგაციების ახალი განთავსების მემორანდუმშია ნათქვამი. „ჩვენი მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, ისეთი ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე ...

Read More »

აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას გერმანული კომპანია გამოეთიშა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროექტი პირველმა გერმანულმა კომპანიამ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ კომპანიის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია კონცერნ Bilfinger SE-ზე. მედიასაშუალების ნობით, გაზსადენის მშენებლობას კომპანია აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების გამო გამოეთიშა. გერმანულმა კომპანიამ პროექტიდან გასვლის შესახებ უკვე შეატყობინა აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია Nord Stream 2 AG-ს. გერმანულ კომპანიას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე ...

Read More »

რუსეთში ნავთობის ექსპორტის გადასახადი 1 თებერვლიდან გაიზრდება

”ურალის” ნავთობის საშუალო ფასი 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 14 იანვრამდე იყო 51,69525 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 377,4 აშშ დოლარი ტონაზე. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციაში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი გაიზრდება 5,1 აშშ დოლარით და შეადგენს 43,8 აშშ დოლარს ტონაზე ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე გადასახადი 13.1 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ...

Read More »