Tag Archives: #გარემო

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ”

“არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ” – გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების განვითარება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ესაჭიროება.მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში როდესაც ენერგეტიკული პროექტი გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, მისი მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს. “აუცილებლად ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში, ოღონდ ...

Read More »

ბიორნ ბრანდზეგი: „საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება“

ბიორნ ბრანდზეგი არის “ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყველაზე დიდი ნორვეგიელი ინვესტორი საქართველოში. ის 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩართულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პროექტებში. ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენ დასავლელის იშვიათი გამოცდილება გაქვთ, რომელმაც წარმატებული ფართომასშტაბიანი ბიზნესი საქართველოში “ნულიდან” დაიწყო და მუშაობდა სხვადასხვა მთავრობის პერიოდში. ზოგჯერ გრძნობთ, რომ თქვენი გამოცდილება ის დამატებითი ღირებულებაა, რომლის გაზიარება შესაძლოა სასარგებლო იყოს მრავალი ...

Read More »

ომბუდსმენის რეკომენდაციები აჭარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით მიმართა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ღია წესით, თხრილებში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკვე ათწლეულებია არის განთავსებული. ამ ფორმით ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოლოგიას, ასევე ადამიანების უფლებას, იცხოვრონ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სახელმწიფოს მხრიდან ...

Read More »

მაია ბითაძე – საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის

ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოსდაცვით – ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ თემებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ, მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. მისი შეფასებით, კანონპროექტები ...

Read More »

“ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება”

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მთავრობის ახალ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლითაც ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები გამკაცრდა. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საავტომობილო ბენზინის ხარისხის ნორმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ევროპულ სტანდარტებთან გატოლება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე მიიღეს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერის ...

Read More »

ავტომობილი, რომელიც ნახშიროჟანგს შთანთქავს და ჟანგბადს გამოყოფს

შანხაის საავტომობილო ინდუსტრიის კორპორაცია SAIC-ის ავტომობილის YeZ-ის კონცეფცია იმითაა რევოლუციური, რომ იგი მცენარეების მსგავსად ფოტოინთეზირებს. აითვისებს ჰაერში უკვე არსებულ ნახშიროჟანგს და ატმოსფეროში ჟანგბადს გამოყოფს. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება მანქანის სახელში ჩადებული აზრიც, YeZ ხომ ჩინურად “ფოთოლს” ნიშნავს. მრავალ ფუტურისტულ ასპექტს შორის გამოირჩევა სახურავი, რომელზეც განთავსებულია მზის პანელები და ბორბლები, მასზე დამაგრებული მცირე ზომის ქარის ტურბინებით, დამატებითი ენერგიის მისაღებად. აღნიშნული მახასიათებლები ...

Read More »

გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს

გაერო-ს განცხადებით, მიუხედავად პანდემიის პერიოდში სათბურის აირების გამოყოფის შემცირებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შეჩერების პირობისა, დედამიწა მაინც ადგას კურსს, რომელიც საუკუნის მიწურულს მას 3 გრადუსით გაათბობს. გამონაბოლქვის დონის ყოველწლიურ შეფასებაში, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნახშირბადით დაბინძურების მოცულობაში დაფიქსირებულ 7-პროცენტიან ვარდნას „უმნიშვნელო გავლენა“ აქვს გათბობაზე, წიაღისეულ საწვავზე ვრცელი და სწრაფი უარის თქმის გარეშე. მოხსენების ფარგლებში ...

Read More »

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

საფრანგეთში საპარიკმახერო სალონები ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა თმის ნარჩენს გამოიმუშავებენ. შეიძლება ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებამ გადაარჩინოს პლანეტა? ჯეიმს ტეილორი, ფრანგული სტარტაპის Capillum-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს რომ შეიძლება. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს მოჭრილ თმაში არსებულ კერატინს. ის აღნიშნავს: ”ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენ თმას. ადამიანის თმა შეიცავს კერატინს, პროტეინს, რომელიც შთანთქავს ცხიმს და შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას გარემოს გასაწმენდად. თმის გადამუშავებით ...

Read More »