Tag Archives: #ეკოლოგია

COP27: კლიმატის კრიზისის გადაჭრა მსოფლიო საზოგადოების თითოეულ წევრზეა დამოკიდებული

უკვე რამდენიმე დღეა, რაც კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი რიგით 27-ე კონფერენცია მიმდინარეობს. ქვეყნები ცდილობენ, მიაღწიონ მნიშვნელოვან შეთანხმებებს კლიმატთან დაკავშირებით. მათი მიზანი გლობალური ტემპერატურის მატების შემცირებაა. ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრი იასმინ ფოუადი ამბობს, რომ მინისტრებმა და ქვეყნების პრეზიდენტებმა ხელი უნდა შეუწყონ იმ დისკუსიებს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება.  მისი თქმით, ეგვიპტე შეასრულებს თავის როლს კლიმატის საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მსოფლიო ...

Read More »

გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ, წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე – გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ. ...

Read More »

ანდჟეი დუდა: უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კლიმატის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებს. „რუსეთის აგრესიის შედეგია კრიზისი და უზარმაზარი ხარჯები, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიმატის ტრანზიციის დროულ განხორციელებას და დასახული მიზნების დროულ მიღწევას“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთის აგრესიის დროულად და სამუდამოდ აღმოფხვრა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდით და რუსეთზე ...

Read More »

ილია დარჩიაშვილი – მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას

„მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას. გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი არის ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების ეფექტურად გამკლავება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართვაში საუბარი იყო, საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” განხორციელების შეთანხმებას მოეწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამმართველოს, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრსა (STCU) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (RECC) შორის სამწლიანი პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” განხორციელების შეთანხმებას მოეწერა ხელი. პროექტი ითვალისწინებს ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციურ შესაძლებლობების გაძლიერებას, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) გაუვრცელებლობის, კონტრტერორიზმის, ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე სამინისტროს დაქვემდებარებული პროექტის განმახორციელებელი უწყებების შესაბამისი მენეჯმენტის და ბიუჯეტის განახლების, ასევე, სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხები განიხილეს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, მომავალ წლებში მსოფლიოში უფრო მეტი ცისარტყელა გაჩნდება

კლიმატის უკიდურესი ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შედეგი შეიძლება იყოს მსოფლიოს მასშტაბით ცისარტყელების წარმოქმნის სიხშირის ზრდა — დაახლოებით ხუთი პროცენტით 2100 წლისთვის. ახალი კვლევის ავტორებმა შეადგინეს კლიმატის ცვლილების ნაკლებად აშკარა ეფექტების ზრდის მოდელი — გამოთვალეს წელიწადში ისეთი დღეების რაოდენობა, როდესაც სულ მცირე ერთი ცისარტყელას წარმოქმნისთვის საჭირო პირობები იქნება. ხალხისგან მიღებული სურათების, გლობალური კლიმატური მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმელეთის დაახლოებით ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წლიური ანგარიშები მოისმინა

სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში წიაღის სექტორის სტრატეგიას – ხედვას, მიზნებს, ამოცანებს და სტრატეგიით გათვალისწინებულ ძირითადი მიმართულებებს მოიცავდა. მომხსენებელმა ისაუბრა წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელების ფაზებზე ისაუბრა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მან დეპუტატებს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების თაობაზე და 2023 წლის გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენთვის ...

Read More »

სი ძინპინმა მისი პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა

როგორც იცით, გასულ კვირას პეკინში ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ყრილობა დაიწყო, სადაც აწ უკვე მესამე ვადით პრეზიდენტად დასანიშნად კვლავ სი ძინპინი ემზადება. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაში, მის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი და მწვანე ეკონომიკის საკითხები დაასახელა. ჩინეთის ლიდერმა ბუნების დაცვას თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა. კონგრესის გახსნისას გაკეთებულ განცხადებაში, სი ძინპინმა მისი ათწლიანი მმართველობის ...

Read More »

განახლებადი ენერგია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე | კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო და უფრო აქტიურად იგრძნობა – ბუნებრივი კატაკლიზმები წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2022 წლის ზაფხულში გაჩენილმა ხანძრების თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა. ...

Read More »