Tag Archives: #ნავთობმატარებელი

ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი ერთ წელში გასამმაგდა

ნავთობის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი Brent მარკის ნავთობი 68 დოლარად ივაჭრება. ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე. საწვავი ძვირდება საქართველოშიც. იანვართან შედარებით ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მარეგულირებელმა მონიტორინგის შუალედური ანგარიშიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფასების ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. 2021 წლის  27 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.42 (+  0.77) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.94 (+ 1.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ცნობით, 2021 წლის  14 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  66.58  (+  2.91) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.15 (+ 2.97)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჩინეთმა წლის დასაწყისში ნავთობისა და გაზის იმპორტი გაზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთმა გაზარდა ნავთობის იმპორტი 9.5% -ით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირი – 19,6% -ით, ხოლო ნახშირის იმპორტი 28,5% -ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეებში  ჩინეთმა 139,2 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა. ღირებულების თვალსაზრისით, საზღვარგარეთ ნედლი ნავთობის შეძენა ჩინეთს  56.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც 3.9% ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მარტის თვეში  ჩინეთმა 22,21 მილიარდ დოლარად შემოიტანა 49,65 მილიონი ტონა ნავთობი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ბუნებრივი გაზის იმპორტმა შეადგინა 29,38 მლნ ტონა 10,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით (ფასის მიხედვით – 7,3% -ით გაიზარდა გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით).

Read More »

OPEC+ შეთანხმდა, რომ მაისსა და ივნისში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან

OPEC+ -ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან დ 350 ათასი ბარელით დღე/ღამეში, ხოლო  ივლისის თვეში  441 ათასით. გარიგების ფარგლებში, ამ სამი თვის განმავლობაში რუსეთი გაზრდის მოპოვებას 114 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ამრიგად, OPEC+ ქვეყნები შევლენ  ნავთობის მოპოვების საერთო გრაფიკში, რომელიც შეთანხმებულია გასული წლის აპრილის თვეში. შეგახსენებთ, რომ წინა თვეებში მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთსა და ყაზახეთს საშუალებას აძლევს გაზარდონ ნავთობის მოპოვება. OPEC+-ის სხვა ქვეყნები ადრე შეთანხმდნენ, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას. ”საუდის არაბეთმა, რომელიც მანამდე აიღო დამატებითი ვალდებულებები  მოპოვების შემცირების შესახებ, ასევე გადაწყვიტა მოპოვების კიდევ უფრო გაზრდა. დღეს ბაზარზე ჭარბი რაოდენობა 50 მილიონ ბარელამდე შემცირდა, დარჩენილი ორი-სამი თვის განმავლობაში ბალანსი ნორმალიზდება. ამავდროულად, ჩვენ ველით ნავთობზე მოთხოვნის გაზრდას დღეში 5-5,5 მილიონ ბარელში “, – ამის შესახებ იუწყება ვიცე-პრემიერის პრესსამსახური. მან ასევე აღნიშნა, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება რუსეთის შიდა ბაზარზე.

Read More »
საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი ისევ გაძვირდა

დღეიდან საწვავი 2 თეთრით გაძვირდა და 2.66 ლარიდან 2.68 ლარი გახდა.  ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა. გასულ კვირას საწვავის ფასმა კიდევ 3 თეთრით მოიმატა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან. ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. თებერვალში არსებული 2 მილსადენით 2.2 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, კლება იანვართან შედარებით 0.7 მლნ ტონაა. იანვარ-თებერვალში  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP)  ჯამში 5.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა.   შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი  31.8  მლნ ტონას შეადგენდა.

Read More »
ბოლო ერთ თვეში ნავთობი 16 პროცენტით გაიაფდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

“ნავთობროდუტების იმპორტირების სააგენტო” აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოწვეყნებულ ინფორმაციას ავრცელებს: აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 21,56 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 484,6 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 472 ათასი ბარელით  და შეადგინა  232,08  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 255  ათასი  ბარელით  და შეადგინა 137,75 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ...

Read More »