Tag Archives: #ნავთობი

რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა

თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობითდაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე ...

Read More »

საუდის არაბეთი აზიელი და ევროპელი მყიდველებისთვის ნავთობის ფასებს შეამცირებს

საუდის არაბეთი იანვარში შეამცირებს ფასებს ნავთობის უმეტესი კლასისთვის აზიისა და ევროპის მყიდველებისთვის, მაგრამ აშშ-ში ფასები უცვლელი დარჩება (ზედიზედ მეორე თვე). ინფორმაციას Bloomberg Saudi Aramco-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამრიგად, ძირითადი კლასის Arab Light-ის ღირებულება მომავალ თვეში 2,2 დოლარით დაეცემა ბარელზე. Aramco-ს გადაწყვეტილება მიღებულია ერთი დღის შემდეგ, რაც OPEC+-მა, 23 ქვეყნის ჯგუფმა საუდის არაბეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა ნედლი ნავთობის წარმოება იმავე დონეზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.55 (+1.98)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.90 (+1.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთისთვის დასავლეთის სანქციების მიუხედავად, OPEC+-ი ნავთობის მიწოდებას არ ცვლის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისმა მოკავშირე მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეცვალონ ნავთობის მოპოვება და მიწოდება 2022 წლის ბოლომდე. რუსეთის ნავთობისთვის ზედა ზღვრის დაწესებამ ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობით შემცირება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მოკავშირეების აზრით, ახლა ბაზარზე არსებული ვითარება ამ გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით უცნობია, ზედა ზღვრის დაწესება რა რაოდენობის რუსულ ნავთობს ჩახსნის საერთაშორისო ბაზრიდან და რამდენად გაზრდის ეს ფასებს. მსოფლიოს ...

Read More »

თურქეთის სრუტეების გავლით ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე დამატებითი სადაზღვევო მოთხოვნა ამოქმედდა

ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე თურქეთის სრუტეების გავლით მთავრობამ დამატებითი მოთხოვნა ამოქმედდა. როგორც თურქული მედია წერს, 1 დეკემბრიდან ანკარამ დაიწყო სადაზღვევო კომპანიებისგან  წერილის მოთხოვნა, რომელიც ადასტურებს გემის P&I დაზღვევის უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია მისი პასუხისმგებლობის დასაფარად ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მესამე მხარისთვის, გარემოსთვის ან ტვირთისთვის ზიანის მიყენება; ასევე ჯარიმების გადასახდელად გემების ექსპლუატაციის დროს. შედეგად, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიის წერილი დაერთოს ნავიგაციის გეგმის ანგარიშს, ...

Read More »

მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იმოქმედებს ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ წარმოების შემცირება მოუწევს

ჩვენ ვმუშაობთ მექანიზმებზე, რათა აიკრძალოს ფასის ზედა ზღვრის ინსტრუმენტის გამოყენება, მიუხედავად იმისა თუ რა დონეა დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ბაზრის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „რუსეთი მუშაობს ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს ექვემდებარება“, – აღნიშნა ნოვაკმა. მისივე თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, ...

Read More »

ჯანეტ იელენი: რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეამცირებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეზღუდავს. „მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასების ზედა ზღვარი დაუყოვნებლივ შეამცირებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, – აღნიშნა ჯანეტ იელენმა. მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ენერგორესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასებით, განსაკუთრებით ...

Read More »

რუსეთის საელჩო აშშ-ში: რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი თავისუფალი ბაზრის ძირითად პრინციპებს ცვლის

რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა დააწესეს, პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ხდება თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა

ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა. 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზეშეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი აშშ-სა და ჩინეთში მკვეთრად შემცირდა

საუდის არაბეთიდან აშშ-სა და ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში მკვეთრად შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ამ დასკვნამდე გამოცემა “ბლუმბერგი” საზღვაო გემების თვალთვალის მონაცემების გაანალიზების შემდეგ მივიდა. ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან შეერთებულ შტატებში ოქტომბერთან შედარებით 304 ბარელით შემცირდა დღეში და 83 000 ბარელი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაიწყო ნავთობის გადაზიდვის მონაცემების თვალყურის დევნება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ...

Read More »