Tag Archives: #ევროპა

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ახორციელებენ

სანქციების მიუხედავად, ევროპული ხომალდები რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს ამ დრომდე ახორციელებენ, რითაც უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფენ, – ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო ვებპორტალის, Investigate Europe-ის სტატიაში. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 5 დეკემბრიდან დააწესა. სანქციებს უნდა შეემცირებინა რუსეთის შემოსავალი და ამავე დროს, უნდა დაერწმუნებინა ევროპელი გადამზიდავები, რომ უარი ეთქვათ დანარჩენი მსოფლიოსთვის რუსული ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემიცრებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 640,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად განახლებად ენერგიაში მეტი ინვესტიციაა საჭირო – ექსპერტი

ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ევროპის ქვეყნებმა განახლებად ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ, – ამის შესახებ გერმანელმა პოლიტოლოგმა, დუნაის რეგიონისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა სებასტიან შეფერმა განაცხადა. მისი თქმით, ენერგომომარაგების საკითხებში დაძაბულობა ჯერ არ დასრულებულა, არასტაბილურობა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მომხმარებლისთვის ფასი გაიაფდეს. „იანვრის დასაწყისში უჩვეულოდ თბილმა ტემპერატურამ, ისევე როგორც ფასების სტაბილიზაციის მიზნით ევროპის მთავრობების სუბსიდიებმა, ხელი შეუწყო არსებული მდგომარეობის ...

Read More »

ოთხმა ქვეყანამ ევროკომისიას აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გასაზრდელად დაფინანსების თხოვნით მიმართა

უნგრეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თანხა გამოყოს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტომ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, საუბარია ახლი ინტერკონექტორების მშენებლობასა და არსებულთა გამტარუნარიანობის გაზრდაზე. უნგრელ დიპლომატს მიაჩნია, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების მოცულობის გასაზრდელად ევროპაში ინტერკონექტორების რაოდენობა აუცილებლად უნდა ...

Read More »

ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი 60%-ით დაეცა

ბოლო ორ თვეში რუსულ ნავთბზე  „ფასის ზღვარი“ დაწესებისა და ევროკავშირის ემბარგოს ფონზე რუსეთის ბიუჯეტში ბავთბის ექსპორტიდან მიღებული თანხა 60%-ით შემცირდა. გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები და ტანკერების მოძრაობის სტატისტიკა არასახარბიელო ციფრებს აჩვენებს. ოფიციალური მონაცემებით 20 იანვარის კვირაში, რუსეთს ბიუჯეტში ნავთბის ექსპორტიდან მხოლოდ $47 მილიონი შევიდა, როცა ნოემბერსა და დეკემბერში ეს ციფრი დაახლოებით $120 მილიონი იყო. 2022 წლის ...

Read More »

ითანამშრომლეთ ღირებულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ – ელჩი ფიშერი

„რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ამ შეკითხვით მიმართა ელჩს Europetime-მა. ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური ...

Read More »
გია ვოლსკი - დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, "გაზპრომის" მოწოდებული გაზით ივსებოდა

გიორგი ვოლსკი: ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება

ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომ არ მიესალმებოდეს იმას, რაც დავოსში ხდებოდა პრემიერ მინისტრის ვიზიტის პერიოდში. საქართველო საინვესტიციო გარემოს კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენს და ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება და ეს ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3.7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 692,3 დოლარი შეადგინა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაზის ფასი ევროპაში 48%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 27%-ითაა გაიაფებული. მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ...

Read More »

“აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს”

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს

ნორვეგიულმა კომპანიებმა Equinor-მა და Petoro-მ, ასევე გერმანულმა Wintershall Dea-მ ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი. კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი აღმოჩენა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე 2023 წელს. ახალი საბადო ირპას გაზის საბადოდან სამხრეთით 23 კილომეტრში მდებარეობს.

Read More »