Tag Archives: #გარემო

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

ნინო თანდილაშვილი მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მიიღო მონაწილეობა და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიას უხელმძღვანელა. ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის განვითარების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და სესიის მონაწილეებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის” 5 ...

Read More »

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთ წოდებული, ლიდერ პროგრამა მომზადდა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული ...

Read More »
ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას წითელი ნუსხით დაცული ხეების გაკაფვის ნებართვა მიეცა

2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 23%-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 2023 წლის ბიუჯეტში, 18 მილიონის ფინანსური რესურსის ინვესტირება მოხდება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ითვალისწინებს სალაშქრო ბილიკების ქსელისა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ...

Read More »

2023 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა. ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის. „ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს ...

Read More »

ბიტკოინის მაინინგი პლანეტისთვის ისეთივე დამაზიანებელია, როგორც ნავთობის მოპოვება

როდესაც საქმე გვაქვს გარემოს დაზიანებასთან, ბიტკოინის მოპოვება უფრო უარესია, ვიდრე ოქროს მოძიება. მეტიც, ახალ კვლევაში ის ნედლი ნავთობის მოპოვებასა და მეცხოველეობასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურად დამღუპველ ინდუსტრიებთან გაიგივდა. ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, რომ კრიპტოს მაინინგი სულ უფრო დამაზიანებელია. “ჩვენ ვერ ვნახეთ მტკიცებულება, რომ ბიტკოინის მაინინგი დროთა განმავლობაში უფრო მდგრადი ხდება. პირიქით, ჩვენი შედეგები საპირისპიროს გვთავაზობს: ბიტკოინის მაინინგი დროთა განმავლობაში უფრო დამაზიანებელია და ...

Read More »

ბეზოსის გარემოსდაცვითი ფონდი COP27-ის ფარგლებში ქვეყნებს აფრიკის მიწის აღდგენისკენ მოუწოდებს

მილიარდერი ჯეფ ბეზოსის გარემოსდაცვით ფონდს, გაეროს კლიმატის წლევანდელი სამიტის ფარგლებში, ევროპისა და აფრიკის სახელმწიფოებთან კოალიციის შექმნა სურს. მიზანი აფრიკის მიწის აღსადგენად ძალისხმევის გაძლიერებაა. ფილანთროპიული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მაშინ როდესაც ეგვიპტის COP27-ის სამიტამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება, Bezos Earth Fund-ი 2030 წლისთვის აფრიკაში 100 მილიონ ჰექტარზე ტყის გაჩეხისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ იბრძვის. სტიერის თქმით, კლიმატურ ცვლილებას აფრიკელი ფერმერებისთვის ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ...

Read More »

საქართველო კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობას იწყებს

კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. „გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, ჩვენს საზოგადოებაშიც ეს ცნობიერება ამაღლებულია. რაც შეეხება კანონმდებლობას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების კუთხით, ეს ის თემებია, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. წინ საინტერესო ...

Read More »

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი ...

Read More »