Tag Archives: #ეკოლოგია

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. „ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა გახსნეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ...

Read More »

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა. როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედი საჯარიმო სანქცია შემაკავებელ ეფექტს ვერ ქმნის. პროექტით, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და პირველი დარღვევისათვის დგინდება 1000 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო განმეორებისთვის – 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ...

Read More »

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს პროექტის ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში მედიის როლი და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ...

Read More »

კანონპროექტს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტით გასწორდება კოდექსით დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტით ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს. „ტყის კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი ...

Read More »

სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქს ააშენებენ

სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქი გაშენდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომავლის ქალაქის წყალზე გაშენების ინიციატივას გაერომ მხარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუჭირა, თუმცა პროექტის რეალიზაციისა ვადებსა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა. ახლა კი გაირკვა, რომ ქალაქი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანის ნაპირებთან განლაგდება. ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა – როგორც ბევრ სანაპირო ქალაქს, პუსანსაც ზღვის დონის აწევა ემუქრება. მოტივტივე ქალაქის პროექტი კომპანია Oceanix-მა დანიელ ...

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

ბიზნესს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ფულადი რეზერვის შექმნა მოუწევს

2023 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს ახალი ვალდებულება ექნებათ. კერძოდ, სუბიექტებმა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ დანართში ექცევიან, უნდა შექმნან ფულადი რეზერვი იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში სახსრები სწორედ ამ დანაზოგიდან გამოყონ. „მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს თავიანთი გარემოსდაცვითი რისკები წინასწარ უნდა ჰქონდეთ დაზღვეული. მათ გარკვეული ფინანსური გარანტიები უნდა ჰქონდეთ შექმნილი იმისთვის, რომ თუ ასეთი შემთხვევა ...

Read More »

დამბინძურებელი იხდის – რა ახალი ვალდებულებები დაეკისრება ბიზნესს 2022 წლის 1-ლი ივლისიდან

2022 წლის 1-ელი ივლისიდან გარემოს დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში ძალაში ახალი ცვლილებები შედის. რეგულაცია კერძო სექტორს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. კერძოდ, ამოქმედდება პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“, რომლის მიხედვით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განმარტავს, კანონს შემოაქვს მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი ისეთი საწარმოებისთვის, რომლებიც თავისი არსით არიან მაღალი რისკის ობიექტები და გარემოსდაცვითი შეფასების ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ბიზნეს ფორუმს „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება დასწრო

საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა (Advantage Austria) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) ორგანიზებით, ბიზნესფორუმი „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება – საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში COVID-ის შემდეგ” გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას ...

Read More »

ანტარქტიდის ყინულოვანმა საფარმა სტაბილურობა შეიძლება სულ მალე დაკარგოს და შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს

ჩვენ წინაშეა იმ სარისკო ვითარების კიდევ ერთი შემახსენებელი, რომელშიც მსოფლიოს კლიმატი და ეკოსისტემები იმყოფება: ახალი კვლევის მიხედვით, გლობალურმა დათბობამ ანტარქტიკის ყინულის საფარი გარდამტეხ წერტილს მიღმა შეიძლება სულ რაღაც 10 წელიწადში მიიყვანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყინულოვანი საფარის დანაკარგების თვალსაზრისით, უკან არდაბრუნების წერტილი იმაზე მალე დადგება, ვიდრე აქამდე გვეგონა; ახლა კი შეიძლება, სწორედ ამ პროცესის შუაგულში ვიმყოფებოდეთ. ამას შეიძლება სერიოზული შედეგები ...

Read More »

კლიმატური ცვლილებები ბიზნესს აზარალებს

კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიზნესზე ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორებისთვის უკვე შესამჩნევი ხდება. კლიმატური კრიზისის პასუხად ხელმძღვანელები მკაცრი ზომების შემოღებას და ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ემისიების შემცირებას იწყებენ. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები უკვე არა აბსტრაქტული პერსპექტივა, არამედ რეალობაა. კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და 113 ქვეყანასა და 21 ინდუსტრიაში მოღვაწე 1,200-ზე მეტ აღმასრულებელ ...

Read More »