Tag Archives: #უკრაინა

ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს. “და ჩვენ ვაგზავნით ...

Read More »

იტალიის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს გამორთონ შუქი, რათა იგრძნონ როგორ ცხოვრობენ დღეს უკრაინელები

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიელებს მოუწოდა, ერთი საათით გამორთონ შუქი, რომ გაიგონ უკრაინელების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც რუსული დაბომბვების გამო, ელექტროენერგიის პრობლემას ებრძვიან. “ყველა კულტურაში შობა სიბნელეზე სინათლის გამარჯვების მომენტია, მაგრამ ამის მაგივრად უკრაინა, თითქმის მთელი დღეები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ უკრაინელები, მე ვთხოვდი ყველა იტალიელს, ერთი საათით ელექტროენერგია გამორთონ, რომ გავიგოთ, რაც ნიშნავს, როდესაც ხალხი იცავს ...

Read More »

ისრაელმა ხერსონის რეგიონს 17 გენერატორი გადასცა

ისრაელმა ხერსონის რეგიონს სხვადასხვა სიმძლავრის 17 გენერატორი გადასცა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. “მოხარული ვართ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინას ომის ამ რთულ პერიოდში. ვისურვებდი, რომ ყველა უკრაინული სახლი იყოს განათებული, არ დაინგრეს და არ დადგეს ამ მძიმე განსაცდელების წინაშე, რომელიც უკრაინას შეემთხვა.” – განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ, რომელიც ესწრებოდა ...

Read More »

უკრაინის „ენერგოატომი“ და Urenco გამდიდრებული ურანის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

უკრაინული კომპანია „ენერგოატომი“ და Urenco Group-ი, 2026 წლიდან, უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდების საკითხში გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, იტყობინება რუსული მედია. მოლაპარაკება „ენერგოატომის“ პრეზიდენტ პეტრ კოტინსა და Urenco-ს აღმასრულებელ დირექტორ ბორის შუხტს შორის შედგა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს – 2024-2025 წლებში Westinghouse-ის გამდიდრებული ურანის მიწოდების ზრდა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის. აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენერგოატომი“ Urenco-სთან ურანის შესყიდვების შესაძლო გაზრდაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მარტში „ენერგოატომმა“ ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20%-ით შემცირდა

2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს. „2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 ...

Read More »

ლატვია უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად 500 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლატვიის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს თითქმის 560,000 ევრო (593,292 აშშ დოლარი) უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად, იტყობინება Delfi. ლატვიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მედიის მუშაობას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე. 29 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის კულტურისა და მედიის სექტორს მომავალი ზამთრის ფონზე. უკრაინამ უკვე მიიღო 50 გენერატორი ხორვატიიდან, 100 საფრანგეთიდან და 50 ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება, ჩვენი მეგობრები მიიღებენ მაღალი ტექნოლოგიის, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს. „გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების ...

Read More »

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში თბომომარაგება სრულად აღდგა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ ქალაქში თბომომარაგება სრულად აღდგა. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს. “ბოლო დაბომბვების შემდეგ ქალაქი ყველა სერვისის მუშაობას უბრუნდება. კერძოდ, სრულად აღდგენილია თბომომარაგების სისტემის მუშაობა”, – წერს კლიჩკო. 16 დეკემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. შაბათს დილით ...

Read More »

გერმანია უკრაინას ენერგოინფრასტრუქტურის აღსადგენად €100 მილიონს გამოუყოფს

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, გერმანია კიევს 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამ ინფორმაციას უკრაინაში გერმანიის საელჩო ავრცელებს. “დღეს რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო პარტნიორები და გერმანია უკრაინის გვერდით დგანან ამ ბნელ საათებში. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის. წლის ბოლომდე ფონდი 130 მილიონ ევროს მიიღებს ...

Read More »

დენის შმიგალი: რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა. „მათ დასახეს მიზანი, უკრაინელები სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ. მსოფლიომ აუცილებლად უნდა უპასუხოს რუსეთის ამ ქმედებებს სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯებით“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ...

Read More »