რუმინეთმა მოლდოვას კალიუმის იოდის მილიონზე მეტი აბი გადასცა. ოფიციალური კიშინოვი ზაპოროჟიეს ბირთვულ კატასტროფას უფრთხის. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. ქვეყანაში კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობას მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს. ამასთან, სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში რადიაციული საფრთხე არ არსებობს. უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მანამდე კიშინოვის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ Facebook-გვერდზე ...
Read More »