Tag Archives: #ნაკადი

ლიეტუვა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მშენობლობის შეჩერებას გეგმავს

“”ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის მშენებლობა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე უნდა შეჩერდეს”,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.  ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ვილნიუსი პროექტის გაუქმებას არ გეგმავს. DW-ის რუსული გამოცემის ცნობით, პროექტის შეჩერება ლიეტუვის მიერ მილსადენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კომპრომისის მიღწევას ემსახურება.  რუსეთის VIII მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 19 სექტემბერს არის დაგეგმილი.

Read More »

განახლდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა დანიის სექტორში

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა. აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ...

Read More »