Tag Archives: #ფასი

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,35 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,08 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და ფსიქოლოგიურ $1000-იან ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 092,6 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  20  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.80 (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.19  (+    0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავ $80-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის  19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.97 (+0.83)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.38 (+1.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსეთში საბიუჯეტო დეფიციტი გაორმაგდა

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე წლის შედეგებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბებს, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. კერძოდ, მთავრობის ხარჯები შემოსავლებს მშპ-ის 2%-ის ტოლი თანხით გადააჭარბებს, ზაფხულში პროგნოზირებული 0,9%-ის ნაცვლად. “წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯები გველის. საბიუჯეტო “ხვრელის” ამოვსებას ვალის აღებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების მეშვეობით ვგეგმავთ” – აღნიშნა სილუანოვმა. ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.55 (+1.98)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.90 (+1.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა

ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა. 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზეშეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. „რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ...

Read More »

ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის შესაძლოა, 60 დოლარზე განსაზღვროს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შესაძლებლობას დაადგინონ ფასის ლიმიტი რუსულ ნავთობზე ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. მისი მონაცემებით, ევროკავშირი განიხილავს ასეთ ნაბიჯს იმისათვის, რომ მოხდეს საბოლოო შეთანხმება რუსეთის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასის დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უცნობია, უჭერს თუ არა კავშირის ყველა წევრი ქვეყანა ...

Read More »