Tag Archives: #ელექტროსისტემა

პაატა შეშელიძე: რატომ არ განიხილება, რომ სსე კერძო კორპორაცია იყოს

რატომ არ განიხილება, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იყოს კერძო კორპორაცია? – ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.   „თუ გენერირება კერძოა, რა პრობლემაა, რომ ეს კომპანიაც კერძო საკუთრებაში იყოს? მით უმეტეს, რომ ქსელები შეიძლება რამდენიმე არსებობდეს, შეიქმნას, თუ ალტერნატივები დაიშვება. ჩვენ ვართ ევროპის კავშირთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებებით. რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება აქ ბაზრის შექმნა. ...

Read More »

თურნავა: სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პროცესი ამ დღეებში დასრულდა. „მოხერხდა ამ დღეებში, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამოვიდა გაკოტრების რეჟიმიდან. წლებია უკვე ეს კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა და ახლა ის სრულფასოვანი საწარმო იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭირვალე და მიმზიდველოი კორპორატიული სტრუქტურა, რომელიც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და თავადვე დააფინანსოს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ...

Read More »

2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

საქართველოში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 4,8%-ით შემცირდა და 12,157 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,774 მლრდ კვტ.სთ იყო.2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება Covid 19-ის პანდემიის გამო არსებულმა/დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შემცირებულა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით. 2020 წელს საქართველომ ...

Read More »

ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი იწყება

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება. ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაცია ქვეყანაში წელს დაიწყება. პირველი ელექტროენერგეტიკა იქნება და ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი რამდენიმე წელს გასტანს. სემეკის ინფორმაციით, შერჩეულია საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც ინტენსიური იქნება და ამასთან, ხარჯები ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. რეფორმის დაწყებას წინ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი – „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი ...

Read More »

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია. სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი ...

Read More »

ნარმანია: იმის გამო, რომ მესტიაში დენის ტარიფს არ იხდიან, “ენერგო-პროს” ზარალი 14 მლნ ლარია

მესტიის რაიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსისიდირებას ახდენს, თუმცა მესტიაში განსხვავებული ვითარებაა – სუბსიდირების ნაცვლად, არც მოსახლეობა და არც ბიზნესი დენის ტარიფს საერთოდ არ იხდის. ფაქტობრივად უფასო დენის არსებობას ემატება ისიც, რომ რეგიონში არაერთი ადამიანი კრიპტოვალუტების წარმოებით არის დაკავებული. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამის გამო, კომპანია “ენერგო-პროს” ზარალი წელიწადში ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას რეგიონებს?

„ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე უარის თქმას გეგმავს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, კომპანია ამ მიმართულებას მომგებიან საქმიანობად აღარ განიხილავს. სემეკში აცხადებენ, რომ კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა 1 ივლისის შემდეგ რეგიონების ელექტრომომარაგებას, შესაბამისად, მასთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება. პარალელურად კი, მთავრობა ალტერნატივის ძიებაშია და არ არის გამორიცხული, რეგიონების ელექტრომამარაგებისთვის სხვა კომპანია შეირჩეს.   „კვლავ მიმდინარეობს ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

რას გულისხმობს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის

გარკვეული კატეგორიების  კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო  2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ...

Read More »

ნარმანია: მზად ვართ, გარემოსდამცველებთან ჰესებზე დისკუსია ნებისმიერი ფორმატით გავმართოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების მოწინააღმდეგე გარემოსდამცველებს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ნარმანია აღნიშნავს, მათ არაერთხელ შესთავაზეს გარემოსდამცველებს ღია ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მათგან უარი მიიღეს. “ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია ზოგიერთი პირის მხრიდან გარემოსდამცველის სტატუსით ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ენერგეტიკაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჰიდროგენერაციას ემხრობა და საუბრობს. მათ არაერთხელ ...

Read More »