აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „ერთობლივ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის შეჭრის ფონზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში. ...
Read More »