Tag Archives: #ნამახვანი

რას კარგავს საქართველო ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით

ონში და პანკისის ხეობაში ჰესების  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა. „იმედი მაქვს, რომ თურქები გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას და საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე არ მივა. ეს არ არის მხოლოდ არ აშენებული $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, ეს იქნება ქვეყნისთვის უდიდესი ფისკალური დარტყმა, რომელშიც თურქულ კომპანიას საკმაოდ ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით საქართველოს 1 მილიარდამდე დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება. მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება. ,, ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. „ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით ...

Read More »

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს. “ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით. როგორც დავით თვალაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება. „ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან

ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს. მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება. მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს.

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

Read More »

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით ...

Read More »

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მედიაციის პროცესზე საუბრობს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით შეხვედრები გრძელდება. რა ეტაპზეა პროცესი, რაზე შეჯერდნენ მხარეები, როგორია მოლოდინი? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაციის პროცესში ჩასართავად მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რიგ წინაპირობებს აყენებდა – რკინის ბარიკადების მოხსნა; პოლიციის გასვლა ხეობიდან; პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში; რეპრესიის შეწყვეტა (მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლება); ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტზე მიმდინარეობს მედიაციის პროცესი

ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყოველთვის კონკრეტული კითხვები და აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, ვინაიდან ეს საკითხი დაისვა ...

Read More »