Tag Archives: #აზერბაიჯანი

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამ ინფორმაციას “Новости Армения” თვითაღიარებული არცახის საინფორმაციო შტაბის 13 დეკემბრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ ამინდში გაზის მიწოდების შეწყვეტა ჰუმანიტარული და ეკონომიკური ტერორიზმია. აზერბაიჯანის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა, გეგამ სტეპანიანმაც განაცხადა. “აზერბაიჯანმა შეწყვიტა გაზის მიწოდება მთელ არცახში (სომხეთი-არცახის გაზსადენი გადის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), ამის პარალელურად, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,26 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 78,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $5-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა. გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის ბაქოში გაიმართა. შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯების ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმაგანაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 ...

Read More »

ალიევი: აზერბაიჯანი გაზის მოპოვებას გაზრდის

„ეს კონფერენცია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რეგიონის რეალიები, აზერბაიჯანის გეგმები და ასევე ჩვენი ურთიერთქმედებები მეზობელ სახელმწიფოებთან“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის მთავარი თემა შუა დერეფანია, მისი მონაწილეებით თუ ვიმსჯელებთ, ასევე განიხილება პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები. ალიევის თქმით, ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ ...

Read More »

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ამჟამად განვიხილავთ ამ განაცხადებს. ახლა არ გვაქვს გაზის საკმარისი მოცულობა, რათა ყველა მათგანი დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ კომერციული მოლაპარაკებები, უმთავრესად, ქვეყნებთან, რომლებიც იღებენ აზერბაიჯანულ გაზს, რადგან მილსადენები უკვე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $91-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5,9 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »