Tag Archives: #ჰესი

ონის კასკადის გასრულების შედეგად, მტრულ სახელმწიფოზე დამოკიდებულება შეგვეძლო არათუ შეგვემცირებინა, არამედ საერთოდ უარი გვეთქვა მისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე

ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ქართული ენერგეტიკის ინვესტორთა მარტვილობა გრძელდება და სულ უფრო ღრმავდება. ალბათ ოდესმე ჰაგიოგრაფიული (მოწამეთა ცხოვრების აღმწერი) ნიჭისა და უნარის მწერალი დასჭირდება იმის ჩვენებას მომავალი მკითხველისთვის, როგორ ანადგურებდნენ მისი წინაპრები საკუთარ ქვეყანას, როგორ ჭრიდნენ გაფაციცებით იმ ხეს, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა გაეძლიერებინა და საბოლოოდ როგორ დატოვეს სამშობლო უცხოელთა მათ ...

Read More »

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

„ენგური ატრაქცია“-ს მიერ დაიწყო პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – მსოფლიო დონის ატრაქცია“ ეტაპობრივი განხორციელება. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი ქართული ინჟინრული აზრის გამორჩეულ ნაგებობაზე, ენგურჰესის კაშხალზე – პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს ...

Read More »

აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა “ენერგოპლატფორმასთან” წყლის მარაგებთან დაკავშირებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. “ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში. წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს. რა ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ნამახვანჰესზე ისაუბრა. „უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა – ნამახვანზე. ალბათ ...

Read More »

ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალი კამპანია ონის კასკადის წინააღმდეგ იგეგმება

ქართული ენერგეტიკისა და ეკონომიკის მკვლელები, რომელთა წარდგენასაც აზრი არ აქვს, რადგან შეგვიძლია, ძალიან მარტივად, „საბოტაჟნიკებად“ (უხდებათ ეს რუსული „ტერმინი“) მოვიხსენიოთ, ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალ კამპანიას გეგმავენ… ამჯერად ონის კასკადის საწინააღმდეგოდ. ამოცანის პირობა ისევ ისაა, რაც ნამახვანჰესის დროს იყო – პროექტი უნდა ჩავარდეს, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას უფრო მეტი სირთულე ახლავს, რადგან ინვესტორი „გადამთიელი“ – ურჯულო კი არა, არამედ, ქართველია ...

Read More »

შუახევი ჰესმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში საბავშვო ბაღის მშენებლობა დააფინანსა. საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განისაზღვრა 150 000 ლარი, სადაც კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ და შუახევის მუნიციპალიტეტმა თანაბრად მიიღეს ფინანსური მონაწილეობა. “სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში დავაფინანსეთ. განათლების მხარდაჭერა, ისევე როგორც ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

გრუ-ს კვალი ნამახვანის სკანდალში – რის სანაცვლოდ ავრცელებდნენ ჰესის საწინააღმდეგო ხმებს ნინო ჩხობაძე, სოფიო სოხაძე, თეა გოდოლაძე და სხვები

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა “ნამხვანჰესთან” დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს: “იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს მრავალი ინტერესი გადაეჯაჭვა. ნამდვილად უსინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაბეჯითებით იტყვის, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა უმეტესობის პროტესტი თითქოს გულწრფელი არ იყო. ზოგს ხეობის ბედი აღელვებდა, ზოგს – ეკოლოგია, ზოგს – მოსალიდნელი საფრთხე. დღეს ყველასთვის თვალნათელია, რომ გულწრფელი ადამიანები მითებითა და ტყუილ-მართალით გააბრუეს. ასევე, მინიმუმ, სასარგებლო იდიოტი ...

Read More »

ბათუმიდან – ნამახვანამდე

“ბათუმიდან – ნამახვანამდე”, – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ პოსტს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი თავის Facebook გვერდზე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ ეხლა ბათუმის ყველასათვის შემზარავი ფაქტების შემდეგ მინდა პარალელი გავავლო ბათუმის მოვლენებსა და ნამახვანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის. ტრაგედია, რომელიც ბათუმში დატრიალდა, არა მხოლოდ ბანალურია, არამედ საკვირველიც, ადამიანური უგუნურების ის მასშტაბი, ...

Read More »

რა ხდება, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს: ENKA

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მას ჰესის აშენება აღარ სურს. ამის მიზეზად ის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და შექმნილ პოლიტიკურ ფორსმაჟორს ასახელებს. რა მოხდება, თუ კომპანია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს? რა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია კომპანიას და აქვს თუ არა ქართულ მხარეს შანსი, საქმე თავის სასარგებლოდ დაასრულოს. მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ...

Read More »

ფერი: ონში ჰესიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ონში ჰესების კასკადის და ქარის  ელექტროსადგურის  მშენებლობასთან  დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორთან“ დეტალებს განმარტავს. მისი ინფორმაციით, ონში ჰესების კასკადიც აშენდება და საქართველოს რომელიმე ლოკაციაზე ქარის ელექტროსადგურიც. როგორც  „ფერის“ დირექტორი განმარტავს, 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. „ონის კასკადის მემორანდუმში ჩანაცვლდა ეკონომიკური პირობები, ეს არ ნიშნავს ...

Read More »