შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ.
Read More »