Tag Archives: #აირი

ტანაპ

ერდოღანმა TANAP-ით ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა

ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში გახზის მსხვილი საბადო გახსნა

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნარგისის ბლოკში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ნავთობის მინისტრმა ტარეკ ელ მოლამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამჟამად საბადოზე მარაგების მოცულობის შეფასება მიმდინარეობს. Chevron–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნარგისი ოთხიდან ერთ–ერთი საზღვაო გეოსადაზვერვო ბლოკია, რომლებშიც Chevron–ს საოპერაციო ინტერესები აქვს Tharwa Petroleum Co–სთან ერთად. ეგვიპტის ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ აღმოჩენილი საბადოს მოცულობაზე ინფორმაციის ...

Read More »

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან გაზის ერთობლივი ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება. მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა. „ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? – სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი. რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ. შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „გარდა ამისა, გათვალისწინებულია ...

Read More »

სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს

სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან გაზის კავშირების გაფართოებას, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ ინფორმაციას Bloomberg 16 დეკემბერს ავრცელებს. სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მისი თქმით, სერბეთი “ასობით მილიონი ევროს ღირებულების” პროექტებს განახორციელებს გაზის ისეთი ქვეყნებიდან შესაძენად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ასევე საბერძნეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, სერბეთი მონაწილეობს ბულგარეთთან 93 ...

Read More »

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა. ობიექტის გახსნას კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები დაესწრნენ. როგორც შოლცმა აღნიშნა, ტერმინალის მეშვეობით გერმანიის ენერგომომარაგება “რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებელი გახდება”. არსებული ინფორმაციით, ტერმინალს ყოველწლიურად გერმანიაში მოხმარებადი გაზის 6 პროცენტის მიწოდება შეუძლია. მთლიანობაში გერმანია რუსული გაზის ჩასანაცვლებლად თხევადი გაზის ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნას გეგმავს. მეორე ტერმინალის გახსნა 2023 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

Read More »

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მდინარე სუფსაზე 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტი მოეწყო

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მდინარე სუფსაზე 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტი მოეწყო. დასავლეთ საქართველოში მ/წ ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად ადიდდა მდინარე სუფსა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მდინარის ჭალებში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების ნორმალურ ფუნქციონირებას. განსაკუთრებით სახიფათო სიტუაცია შეიქმნა გაზსადენის 34ე კილომეტრზე, სოფელ ძიმითთან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ნაპირი მორეცხა და წყალში აღმოჩნდა 2018 წელს ...

Read More »

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ...

Read More »

ევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ბუნებრივ აირზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. პოლონეთს, საბერძნეთს, ბელგიას, იტალიასა და მალტას ფასების ლიმიტის დაწესება სურთ. ხოლო გერმანია, ნიდერლანდები, დანია, ავსტრია, ესტონეთი და ლუქსემბურგი სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს. მათ მიაჩნიათ,  რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის გაზის მიწოდების ჯაჭვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა „ეგოისტურად“ იქცევა. „ჩვენ ვიცით, ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი – ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: “ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტრუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში, უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს ...

Read More »