Tag Archives: #გაზი

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, “გაზპრომმა”, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. “გაზპრომი” აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის ...

Read More »

“მოლდოვა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავალთ” – მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი

მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავლენ და არც დათმობებზე წავლენ, – განაცხადა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ. მოლდოვას ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ახალი ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 23,6%-ით არის გაზრდილი. თუმცა, „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფი არ ფარავს გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ამიტომ, კომპანია იძულებულია, „გაზპრომს“ აგვისტოსთვის ...

Read More »

“ევროპა გაზის უწყვეტი მიწოდებისთვის თურქეთის მადლიერი უნდა იყოს” – პუტინი

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეპ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკება დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში, რუსეთის ლიდერმა ერდოღანს უკრაინიდან მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. “თქვენი მონაწილეობით, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი მოგვარდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ”, – თქვა პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ მილსადენი „თურქული ნაკადი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაა ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების საქმეში. „მინდა, აღვნიშნო, რომ “თურქული ნაკადი”, ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

კვიპროსზე გაზის საბადო აღმოაჩინეს

იტალიურმა და ფრანგულმა ენერგოკომპანიებმა Eni და Total, რომლებიც ერთობლივად აწარმოებდნენ ბუნებრივი გაზის დაზვერვას, კვიპროსის შელფზე ცისფერი საწვავის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსის ტელერადიო კორპორაცია ავრცელებს (RIK). ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება დამატებითი კვლევების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ასევე აღინიშნება, რომ ახალი საბადოს გვერდით შესაძლოა კიდევ სხვა მარაგებიც აღმოჩნდეს. აღმოჩენილი საბადოს სავარაუდო მოცულობაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. წყარო: ...

Read More »

რა შემოსავალი დაკარგა რუსეთმა ივლისში ნავთობისა და გაზის სექტორიდან?

სახელმწიფო ხაზინის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოცულობა 74,7 მილიარდი რუბლით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ ივლისში ქვეყნის ბიუჯეტი 259,1 მილიარდ რუბლს მიიღებდა, მაგრამ შედეგი თითქმის 30%-ით უარესი აღმოჩნდა. მონაცემების მიხედვით, ეს გამოწვეულია რუსული Urals კლასის ნავთობის ფასების დაცემით. ივლისში რუსული ხარისხის Urals ნავთობის საშუალო ფასი 78,41 დოლარამდე დაეცა ბარელზე, ...

Read More »

„თურქმენგაზი“ თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას ზრდის

Turkmengas State Concern-მა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოება (იანვარ-ივნისის პერიოდი) გაზარდა. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან წარმოებული პროდუქციის უმეტესობა ექსპორტირებულია ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 59400 ტონა LNG აწარმოა. წარმოების ზრდის ტემპმა 31,2 პროცენტი შეადგინა. თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა. ახლახან აღმოჩენილი გაზის საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ...

Read More »

პოლონეთმა გაზის საცავები ზამთრამდე 100%-ით შეავსო

პოლონეთმა სრულად უზრუნველყო გაზი მომავალი ზამთრისთვის და მზად არის გათბობის სეზონისთვის. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მასკვამ განაცხადა, წერს The first news Рolsat news-ზე დაყრდნობით. ქვეყანამ შეავსო მიწისქვეშა საცავი და უზრუნველყო გაზის უწყვეტი იმპორტი, თქვა მან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მას მიწოდება შეწყვიტა, მთავრობა დათანხმდა მარაგების შევსებას რამდენიმე წყაროდან. “ამ სეზონზე უზრუნველყოფილი ვართ. გაზის საცავი 100%-ით შეივსო. მიუხედავად ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს

საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ეწვია

საქარველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოსადგურ 2-ს კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში იგი თბოსადგურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან გარდაბანი 2-ის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ენერგოსტაბილურობის საქმეში შესრულებულ როლზე ისაუბრა. გიორგი ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის ...

Read More »
დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

„ავი ძაღლის პრინციპით“ – გაზპრომი ჭარბ გაზს წვავს

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობას მთლიანად შეუწყვიტა, ხოლო დარჩენილ კლიენტებს ევროკავშირში გაზის მომარაგებაზე ფორს–მაჟორი გამოუცხადა, გაზპრომმა ჭარბი გაზის დაწვა სამრეწველო მასშტაბებში დაიწყო. ამის შესახებ ფინური მედია თვითმხილველებსა და NASA-ზე დაყრდნობით წერს. მედიის მონაცემებით, გიგანტური ცეცხლის ალი თვენახევარია არ ქრება რუსეთ–ფინეთის საზღვართან, სადაც ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინებია დამონტაჟებული. ცეცხლი აქ 17 ივნისს შენიშნეს, მესამე დღეს მას შემდეგ, რაც გაზსადენზე სიმძლავრე ჯერ ...

Read More »