Tag Archives: #ბირთვული

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი თეირანს 14 ოქტომბერს ეწვევა

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი ენრიკე მორა თეირანს ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების თარიღი ჯერ უცნობია. ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.

Read More »

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მშენებლობის ინიციატივა სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის, GeoProMining-ის მეწილეს ეკუთვნის. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფაშინიანის თქმით, ქარხანა არ იქნება მთლიანად კერძო საკუთრებაში, რადგან მთავრობის აქტიური ჩართულობა პროექტში მნიშვნელოვანია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სომხეთი სპილენძის კონცენტრატების ექსპორტის შეწყვეტას და მზა სპილენძის შემოტანას გეგმავს. ახალი ატომური ქარხნის მშენებლობა ...

Read More »

ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს. „თუ ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს დააყენებს, მაშინ ჩვენ ამას უარვყოფთ. მოვუწოდებთ ირანს, რაც შეიძლება მალე განაახლოს მოლაპარაკებები“, – აღნიშნეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვა მოითხოვა. 29 ივლისს აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ...

Read More »

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას აეს-ის მშენებლობაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 27 სექტმებერს თავისი ხელმოწერით განამტკიცა ადრე არსებული კანონი, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის კომპანიებს უკრძალავს მონაწილოების მიღებას დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკის მენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში. ჩეხეთში 1996 წელს შევიდა ძალაში ე.წ. „დაბალი ნახშირწყლების“ შესახებ კანონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ჩეხეთში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების ბირთვული ტექნოლგიები. რუსეთი და ჩინეთი ასეთ ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს

ირანი ვენის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება 4+1 ფორმატში განახლდება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. საუბარია აპრილში დაწყებულ მოლაპარაკებათა სერიაზე ირანსა და ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს – გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპელი დიპლომატები, ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა ...

Read More »

ბრიტანეთი ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო განიხილავს ახალ წინადადებებს უელსში, Wylfa-ს ბირთვული ენერგიის სადგურის ახალი პროექტის შესახებ. ერთი წლის წინ დაფინანსების არარსებობის გამო სხვა გეგმა შეჩერდა. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნულოვანი ემისიის სამიზნე მაჩვენებელს საუკუნის შუა პერიოდისათვის, მაგრამ მას გაუჭირდა ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. ბირთვული ენერგიის პროგრამის გაძლიერება ხდება იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა ...

Read More »

ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს

2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით ივნისში შეჩერებულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჩანს. ვაშინგტონმა თეირანს მიანიშნა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება სურს და შეთანხმების მიღწევისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ “ამერიკის ხმა” იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის მოთმინება სამუდამოდ არ გასტანს, თუმცა მას ...

Read More »

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები

ირანს სურს, განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები მსოფლიო ძალებთან, რაც აშშ – ის სანქციების მოხსნას გამოიწვევდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ”ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებებს, რომლის საბოლოო შედეგი სასტიკი სანქციების მოხსნაა, სასარგებლოდ მიიჩნევს. აშშ-ის „მაქსიმალური ჩაგვრის“ პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ჩვენ არაფერი გვინდა გარდა იმისა, რაც კანონიერად ჩვენია. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო წესების განხორციელებას. ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IAEA 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IAEA ვარაუდობს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება 2050 წლისთვის. გაორმაგდება. ამის შესახებ Prime წერს. ორგანიზაციის თანახმად, ასეთი დასკვნები მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების შესამჩნევი ზრდის იდეას ემყარება, რასაც ბირთვული ენერგიის ზრდა მოჰყვება. “IAEA- ს ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ბირთვული ენერგია დაბალი ნახშირბადის ენერგიის წარმოებაში ისევ განუყოფელ როლს თამაშობს”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. IAEA ვარაუდობს, ...

Read More »

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს

ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ მხარეები მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დირექტორ მოჰამად ესლამს შორის შედგა. სააგენტო ირანის ხელისუფლებას ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის სამუშაოების შეფერხებაში ადანაშაულებდა. ირანული მხარის განცხადებით, ისინი დათანხმდნენ შეცვალონ მეხსიერების ბარათები არსებულ ვიდეომონიტორინგის სისტემაში.

Read More »