Tag Archives: #ალტერნატიული

სტამბულში, ევროპაში პირველი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სტამბულში, მინისტრებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, გაიხსნა ქარხანა, რომელიც წყალმცენარეებს რეაქტიულ საწვავად გადააქცევს. აღსანიშნავია, რომ სტამბულის ქარხანა ევროპისთვის პირველი და ერთადერთი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ობიექტია, რომელიც  ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. ქარხნის საშუალებით თურქეთი წიაღისეულ საწვავსა და არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ბოსფორის უნივერსიტეტის კამპუსში, 2,500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქარხანა „ბიოეკონომიკაზე ორიენტირებული განვითარებისთვის ინტეგრირებული ბიორეფინერიის კონცეფციის“ (INDEPENDENT) პროექტის ნაწილია, რომელიც ინოვაციური, ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჰელიოს ენერჯი: 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მონტაჟი $700-მდე ღირს

საქართველოში 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება დაახლოებით $600-700 დოლარი ღირს. სადგურის მასშტაბურობასთან ერთად იზრდება მისი ფასიც, თუმცა მცირდება ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი. როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, გუგა ბარბაქაძემ განაცხადა, ეს მიმართულება ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირების ფონზე უფრო მიმზიდველი ხდება. „1 კვტ/სთ სიმძლავრის დამონტაჟება დაახლოებით $600-750-მდე ჯდება. მაგრამ თუ სიმძლავრე არის დიდი, მაგალითად 50-100 კვტ.სთ მაშინ ჩადებული ინვესტიციის ...

Read More »
მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

ჰელიოს ენერჯი: განახლებადი ენერგიები ბიზნესისთვის ფინანსურად საინტერესო გახდა

განახლებად ენერგიებზე ბიზნესის მოთხოვნა იზრდება. ქარისა და მზის ელექტროსადგურები კერძო სექტორისთვის ფინანსურად უფრო მიმზიდველი ხდება. როგორც „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, გუგა ბარბაქაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების უკუგების პერიოდი 5-დან 6 წლამდე მერყეობს. „განახლებადი ენერგიები ბიზნესისთვის ფინანსურად საინტერესო გახდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასებია. თუ ბიზნესი დღეს დაამონტაჟებს მზის ენერგიის ტიპის სადგურს, 5-6 წელი ექნება უკუგების პერიოდი. 5 ...

Read More »

Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს ავიაბილეთებში ასახავს

ამიერიდან ავიაკომპანიების ჯგუფი Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს (SAF) ავიაბილეთებში ასახავს. ჯგუფმა განმარტა, რომ ამით ეკოლოგიური საწვავის უფრო მაღალი ღირებულების კომპენსირება ხდება, აღნიშნული საწვავის გამოყენება კი მნიშნველოვანია კომერციული საჰაერო ტრანსპორტის გარემოსდაცვითი დაბინძურების შესამცირებლად. ავიაკომპანიები მგზავრებს ასევე შესაძლებლობას მისცემენ SAF საწვავის დამატებითი მოცულობის თანხა გადაიხადონ, რაც ხელს შეუწყობს ფრენის დროს CO2-ის გამოყოფის შემცირებას. SAF არის ევროკავშირის პოლიტიკის განუყოფელი, ...

Read More »

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური ამუშავდა

Huaneng Power International-მა ჩინეთის შანდონგის პროვინციაში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტარული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. 320 მგვტ-იანი ელექტროსადგური უკვე ქსელში ჩაირთო. სადგურს წლიურად 550 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება. ელექტროსადგური დაკავშირბული იქნება 100 მეგავატიან მზის ენერგიაზე მომუშავე მცურავ ფერმასთან და 8 მგვტ.სთ-იან ენერგიის საცავთან. 2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების წილმა 27% შეადგინა – საერთო დადგმული სიმძლავრე კი 900 გიგავატია. მიუხედავად ...

Read More »

ჩინეთის „ხელოვნურმა მზემ“ პლაზმის სინთეზის მსოფლიო რეკორდი მოხსნა

სულ რაღაც შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პლაზმის სინთეზის საეტაპო რეკორდის შესახებ გვამცნეს და ამჯერად, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ საკუთარი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ჩინეთის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის ცნობით, მათმა ტოკომაკმა რეაქტორმა, რომელსაც „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ, 120 მილიონ გრადუსზე გაცხელებული პლაზმის მბრუნავი მარყუჟი 1056 წამის განმავლობაში შეინარჩუნა. რეაქტორ EAST-ის (Experimental Advanced Superconducting Tokamak) ეს გარღვევა მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს სინთეზის ექსპერიმენტებში, რომლებიც ენერგიის ...

Read More »

ევროკავშირს ატომური და გაზის ელოქტროსადგურების „მწვანედ” კლასიფიცირება სურს

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ. ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად ცნობის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად გერმანია ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის გადავადების წინადადებით გამოდიოდა. ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებულ და წევრი-სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ დოკუმენტში შესული წინადადებები, ექსპერტთა აზრით, კომპრომისულია და ორი დიდი სახელმწიფოს, ...

Read More »

ნათია თურნავა – არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ „მასდართან“ ერთად ვიწყებთ საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას

დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY ...

Read More »

გარღვევა მზის პანელების ინდუსტრიაში — მეცნიერებმა ფურცელზე 15-ჯერ თხელი პანელი შექმნეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მკლევრებმა შექმნეს ახალი მზის პანელი, რომელიც ფურცელზე 15-ჯერ თხელია და მისი დამზადება, სტანდარტულ მზის პანელებთან შედარებით, გაცულებით იაფი ჯდება. ახალი პანელები გარდამავალი მეტალების დიჰალკოგენიდისგან (TDM) მზადდება. ეს არის უთხელესი მატერიალი, რომელსაც იმაზე მეტი მზის ენერგიის მიღება შეუძლია, ვიდრე სხვა ნივთიერებით დამზადებულ პანელებს და ამ ყველაფერს წინამორბედების მსგავს დროში ახერხებს. აღსანიშნია ისიც, რომ ის ტიპურ პანელებთან შედარებით, ის ბევრად მსუბუქია, რაც ...

Read More »

თურნავა: დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება

დასავლეთ საქართველოში 50 მგვტ-იანი ქარის სადგური აშენდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა ახლდა თან ენერგეტიკულ პროექტებს, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის, 40-მდე ახალი მემორანდუმი გამფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლაზე და შემდეგომ უკვე მშენებლობაზე, დაახლოებით, 500-1000 მგვტ დადგმული სიმძლავრის ადგილობრივი ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო ...

Read More »