Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა „გავხვრიტოთ“ – რას პასუხობს ჰესის დირექტორი ექსპერტებს

„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა გავხვრიტოთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა შემოვიყვანოთ ენგურის დარი მდინარე – ასე პასუხობს „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ექსპერტების მოსაზრებას ჰესის სიმძლავრეების შესაძლო გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით. ამასთან, ლევან მებონია რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ მუშაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ჰესში წყლის შემოდინება მეტია, რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა კი რესურსის ათვისების შესაძლებლობას იძლევა. ცნობისათვის, საქართველოს ყველაზე დიდმა ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იქნა შეფასებული. ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ შენდება ესა თუ ის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი“

„საქართველოში უნდა აშენდეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ყველა არსებული წესის დაცვით“,  – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელს მიაჩნია, რომ უნდა აშენდეს ყველაფერი, იქნება ეს ორსართულიანი შენობა, ღელეზე გადებული ხიდი, შიდა მოხმარების გზა, თუ მაგისტრალი, მცირე ჰიდროელექტროსადგური, თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად, ისეთი, როგორიც ნამახვანის მასშტაბის ობიექტია. „აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ...

Read More »

“აჭარისწყალი” დეზინფორმაციას პასუხობს: შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში. ,,ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოს აქვს შანსი, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ...

Read More »

“დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფთა უმრავლესობა არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან”

ჩვენ „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად ...

Read More »
ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 ...

Read More »

ლომინაძე: სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები.

ენკას დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, სიცრუეა რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები. “ის, რომ პოლიციის მანქანებით გადაგვყავს ჩვენი თანამშრომლები, აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ რომ 400 ადამიანი მუშაობს ჩვენს ობიექტზე, ფიზიკურად წარმოუდგენელია — რამდენი მანქანა იქნება საჭირო ამისთვის”,- ამბობს ლომინაძე. დღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ენკას თანამშრომლები პოლიციის მანქანებით შეყავთ ხეობაში.

Read More »

გახარია: ნამახვანჰესის კონტრაქტი, სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით, ბევრად უკეთესია

ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია, თუმცა დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, პროექტი კარგია ან ცუდი. „ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, ...

Read More »

ვახტანგ გომელაური: ნამოხვანში რკინის ჯებირების საჭიროებაზე: რომ შევუშვათ, იქ მოხდება უფრო მეტი დაძაბულობა, შეიძლება, მოქალაქეებიც დაშავდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, “რიონის ხეობის მცველებს” ბარიკადებს მიღმა იმიტომ არ უშვებენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადგილზე დაპირისპირება არ მოხდეს. „ნამახვანჰესს რაც შეეხება, ხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, პოლიციელები გუმათში დგანან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. გუშინ ნახეთ, რომ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რომელიც ძალიან ცუდი ფაქტია და ასეთი რაღაც არ უნდა ...

Read More »