რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 62 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორილ წყლებშია გაჩერებული. სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემები რუსული ნედლი ნავთობის მყიდველებს ეძებენ. ეს მოცულობა ომამდელ პერიოდს სამჯერ აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკურ ორგანიზაცია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს.
Read More »