Tag Archives: #რუსეთი

რუსეთში ძლიერ ტყის ხანძარს ებრძვიან – ცეცხლი 50-მდე ჰექტარზე გავრცელდა

რუსული მედიის ცნობით, როსტოვის ოლქში ტყის მასივში ძლიერი ხანძარია. როგორც მედია წერს, ცეცხლი უკვე 50-ზე მეტ ჰექტარზე გავრცელდა. “მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ღონისძიებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ერდოღანი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე პუტინთან ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება. ერდოღანი მანამდე, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 18 აგვისტოს, უკრაინულ ქალაქ ლვივში მხარეებს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური იყო, რომლის ტერიტორიაც ბოლო რამდენიმე კვირაა იბომბება. ობიექტს დღეს რუსეთი აკონტროლებს. დაბომბვებს კიევი და ...

Read More »

„როიტერი“ – თურქეთმა მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა

თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიური გახდა გაზაფხულის შემდეგ. ამასთან, მედიის ცნობით, Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დღეში 200 ათასი ბარელით გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში 98 ათასს შეადგენდა. შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ ...

Read More »

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

Read More »

ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უნდა ჩავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა ჩავიდნენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე.  პუტინმა და მაკრონმა მაისის შემდეგ პირველად სატალეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია ელისეს სასახლეზე დაყრდნობით „ფრანს 24“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან სატალეფონო საუბრის დროს გაიმეორა ის შეშფოთება, რომელიც არსებობს ბირთვული უსაფრთხოების მიმართ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, მაკრონმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ზაპოროჟიესში, რაც შეიძლება, ...

Read More »

„როიტერი“ – რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება

რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება. ამის მიზეზად მოსკოვში ნავთობის ექსპორტის და გაზის გაძვირებას უკავშირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი პროგნოზებით, 2022 წელს, ენერგორესურსების გაყიდვის შედეგად, რუსეთის შემოსავლები 338 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით 100 მილიარდით მეტია, ვიდრე 2021 წელს იყო. „როიტერის“ ცნობით, ეს შემოსავალი დაეხმარება რუსეთს ეკონომიკის განმტკიცებაში, რომელსაც ზიანს აყენებს ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტები უკრაინის ტერიტორიიდან ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, საერთაშორისო მისიის ყველა პარამეტრი უკვე შეთანხმებულია. „არ არსებობს ობიექტური დაბრკოლებები, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არ მოხვდეს. დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ეს პარამეტრები და ის, რომ ამ მისიას შეუძლია, ძალიან სწრაფად და უსაფრთხოდ მოხვდეს სადგურზე ლეგალური გზით, ჩვენი ...

Read More »

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

რუსეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს. “ოკუპანტებმა გამოაცხადეს მოულოდნელი “დასვენების დღე” ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. 19 აგვისტოს ZNPP-ში მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება. ყველა სხვა თანამშრომელს შესვლა აეკრძალება. ასევე ცნობილია, რომ Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ მუდმივად იმყოფებოდნენ ქარხანაში, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ...

Read More »

ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ის სერიოზულად შეშფოთებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარებით და მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია მოითხოვა. „ჩვენ უნდა ვთქვათ ისე, როგორც არის – ზაპოროჟიეს ნებისმიერი პოტენციური დაზიანება თვითმკვლელობაა. ობიექტი არ უნდა იქნას გამოყენებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება ზაპოროჟიეს წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ...

Read More »

მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

მიანმარი, რომელსაც სამხედრო ხუნტა მართავს, ფასების ზრდისა და რესურსების ნაკლებობის შესამსუბუქებლად, რუსული ბენზინისა და მაზუთის იმპორტს გეგმავს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა რუსეთთან მეგობრულ კავშირებს კვლავ ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშ რჩება – მიანმარი სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხო  და რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, რომელსაც იგი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. „ჩვენ მივიღეთ ...

Read More »