სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდე“ და 11-მა მოსარჩელემ რუსთავში ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ითხოვენ. მათი განმარტებით, ქალაქ რუსთავში წელიწადში 270 დღის განმავლობაში არის ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერი, ხოლო სახელწიფო არ დგამს საკმარის ქმედით ნაბიჯებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, ...
Read More »