Tag Archives: #გაზი

რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხუთშაბათს დაიწყო გაზის საწარმო “უკრასდობიჩის” მასიური დაბომბვა. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი, ზოგი კი დაზიანებულია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო. Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარის, ოლექსი ჩერნიშევის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებსა და მასშტაბებს შეაფასებენ და დადგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

Read More »

პუტინმა და ერდოანმა ტელეფონით ისაუბრეს თურქეთში „გაზის კვანძის“ შექმნის წინადადებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბარში განიხილა წინადადება თურქეთის „გაზის კვანძის“ შექმნის თაობაზე. ამის შესახებ კრემლი იტყობინება 18 ნოემბერს. პუტინი პირველად ოქტომბერში გამოვიდა თურქეთში გაზის ბაზის შექმნის წინადადებით, რაც შესაძლებელს გახდიდა დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების მარაგისთვის მიმართულების შეცვლას და ევროპის ბაზარზე მის ექსპორტს. ერდოანი მხარს უჭერს ამ იდეას. კრემლის თქმით, ორმა მხარემ ასევე განიხილა შავი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

მსოფლიო „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

“გაზპრომმა” აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლის მარტის ჩათვლით, მოცულობა 1 მილიარდ კუბურ მეტრ შეადგენს. “გაზპრომის” განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება “გაზპრომ ექსპორტსა” და “სოკარის” ახალი ხელშეკრულების შესაბამისად მოხდება. “გაზპრომი” აზერბაიჯანს გაზს 2000-2006 წლებში აწვდიდა, თუმცა, შემდეგ ქვეყანამ შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვება გაზარდა საქართველოსა და თურქეთში ექსპორტისთვის. 2017-2018 წლებში მიწოდება განახლდა. 2019 წლიდან, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის გაშვების ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან გაზს მალე მიიღებს

თურქეთი შავი ზღვის გაზსადენით „საქარიას“ საბადოდან გაზის მიწოდების პირველი ეტაპი ითვალისწინებს 10 მლნ კუბ/მ ლურჯი საწვავის ყოველდღიურ ჩატვირთვას ქვეყნის გაზის განაწილების სისტემაში. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბ/მ-ს მიაღწევს. მისი თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ საშუალებას მისცემს წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტს თრაკიას გაზის ...

Read More »

შვედეთის პროკურატურა – „ჩრდილოეთ ნაკადის“ დაზიანებულ მონაკვეთებზე აღმოჩენილია ასაფეთქებლის კვალი

გამოძიებამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებული მონაკვეთების ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ შვედეთის პროკურატურაში განაცხადეს. „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მილსადენებზე ოთხ ადგილას დაზიანების მიზეზებს შვედეთისა და დანიის ხელისუფლებები იძიებენ. გაზსადენები ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ. როგორც გასულ თვეს დანიის პროკურატურამ განაცხადა, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს

სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის ...

Read More »

ნავთობის მსგავსად, ევროპაში გაზის ფასიც შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 295,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე, რომლებიც Europolgaz-ში რუსული კომპანიის 48%-იან წილს მოიცავს, კონტროლს აიღებს. ცნობისთვის, სწორედ Europolgaz-ი ფლობს Yamal-ის გაზსადენის პოლონურ მონაკვეთს. პოლონეთის განვითარების მინისტრის ვალდემარ ბუდას განცხადებით, შესაბამისი ადმინისტრაციები ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას შეამოწმებენ. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად და რუსული კაპიტალისა და გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. ვინაიდან ექსპროპრიაციას პოლონური კანონმდებლობა კრძალავს, ჩვენ იძულებითი მმართველობის დამყარება გადავწყვიტეთ“, – ...

Read More »

გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს

აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდანიგეგმება. გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

Read More »