Tag Archives: #ენერგეტიკა

სემეკის მიერ დანერგილი სერვისი 303#-ის მომსახურებით უკვე მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა

*303#-ის მომსახურებით, ამოქმედებიდან დღემდე, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, უკვე მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკის მიერ დანერგილი სერვისი – *303#, მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონით მიიღონ კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. *303# მომსახურებით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს – მიაწოდონ ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა – სად ვყიდულობთ დენს

2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან გაჩერებული ენგურჰესია. ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის. „ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414.095 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 214.260 მლნ კვტ-სთ. 2021 წლის იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის. გასულ თვეს რუსეთში საქართველომ ...

Read More »

Bitcoin-ი 51 ათას დოლარამდე გაძვირდა – ვინ არიან მსოფლიოს ახალი კრიპტო მილიარდერები

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი დღესაც გაიზარდა და coindesk-ის მონაცემებით, 51 ათას დოლარს გადააჭარბა. ბიტკოინის ფასის ზრდამ კი ციფრული ვალუტის რამდენიმე ძველი ინვესტორი კრიპტო მილიარდერებად უკვე აქცია. როგორც Forbes-ი წერს, მათ შორის არიან ძმები უინკლევსები, სტარტაპის, Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როზაკი და ა.შ. გარდა ბიტკოინისა, ფასმა სხვა კრიპტოვალუტაზეც მოიმატა, შესაბამისად, ყველა ციფრული ვალუტის მსხვილი ინვესტორი თუ მფლობელი დღეს ...

Read More »

ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ჰიდროენერგეტიკას მრავალი უპირატესობა გააჩნია – ის არის განახლებადი, სუფთა, საიმედო, მოქნილი ენერგორესურსი, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს მრავალ თაობას და მოამარაგოს იაფი ელექტროენერგიით.ჰიდროელექტროსადგურებით ელექტროენერგიის წარმოების პრინციპი მარტივია. ის იყენებს წყლის ენერგიას. ჰესის შენობაში, წყლის ენერგია ჰიდროტურბინის დახმარებით გარდაიქმნება მექანიკურ ენერგიად, ხოლო შემდგომ ელექტროენერგიად (გენერატორში).  ჰიდროენერგია არის ძალიან მოქნილი ენერგიის წყარო, რადგანაც წყალი შეიძლება იქნეს შენახულ წყალსაცავში. ასევე, არსებობს ჰესების სქემები წყალსაცავის გარეშე, ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “თუ არ აითვისა ქვეყანამ ჰიდრორესურსი, მაშინ რა ალტერნატივას გვთავაზობენ ოპონენტები?”

სიახლე არ არის, რომ საზოგადოების ნაწილში დიდი ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო განწყობებია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. მათ გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან “ნამახვანიჰესის” ინვესტორის – კომპანია „ენკას“ წასვლას ითხოვენ. დღეს კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში რაჭა-ლეჩხუმში ჰესების ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

დიდთოვლობის გამო მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ინტენსიურმა თოვამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე ელექტრო -ენერგიის გარეშეა დარჩენილი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს ,ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს,ჩარგალს, თვალივს,ანანურს ,ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს. ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი ხაზი. რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი ,ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი,აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი ძალისი ...

Read More »

აფზახეთში ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებელზეა

აფზახეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ,,ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში ოკუპირებულმა რეგიონმა 317.023 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წლის იანვარში რეგიონმა 272.808 მლნ კვტ-სთ დენი მოიხმარა. წინა წლებში კი იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მაჩვენებელი 245-250 მლნ კვტ-სთ-ს ფარგლებში იყო. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის. 2020 წელს ...

Read More »

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ თემატური მასალების გადაცემა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.  მათივე ცნობით, მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება. „სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა ...

Read More »

გიორგი ლაკირბაია: შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას

შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8% გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ,,თითქმის უკვე ერთი წელია, რაც შუახევი ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევების გარეშე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პროცესში.’’ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ...

Read More »

გერმანიაში მილიონობით მზის პანელი გაიყინა, რის გამოც მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა

გერმანიაში გასულ კვირას დიდთოვლობის გამო მზის პანელები გაიყინა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების თვალსაზრისით ლიდერად მიიჩნევა. თემას ავსტრალიელი ტელეწამყვანმა როუან დინი გამოეხმაურა. „მილიონობით მზის პანელი თოვლით არის დაფარული, 30 ათასი ქარის ტურბინა კი არ მუშაობას, რადგან ქარი არ არის. გაყინული გერმანელები კანკალებენ და სასოწარკვეთილად ნატრობენ ნახშირის ენერგიას, რათა საკუთარი სახლები გაათბონ“, – ამბობს ...

Read More »