Tag Archives: #ენერგეტიკა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენერგეტიკული ობიექტების როლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფომაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს. კერძოდ, რუსეთისგან შეიძენს. მხარეებს შორის შეთანხმება 90-იან წლებში ზეპირად დაიდო და ამ ეტაპზეც, ელექტროენერგიის განაწილების საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ენერგეტიკოსებს ეკუთვნით, რაც მთავრობის მხრიდან პრაქტიკულად მხარდაჭერილია. შესაბამისად, ...

Read More »

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების ახალი მომსახურებები დაემატა

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის ფარგლებში, იუსტიციის სახლის სერვისებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების 6 ახალი მომსახურება დაემატა. ახლადდანერგილი სერვისების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩახუნაშვილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე, დავით ნარმანია თბილისისი იუსტიციის სახლში პირადად გაეცნენ. მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში აბონენტად რეგისტრაციისა და კომუნალური დავალიანების შემოწმების გარდა, ასევე ...

Read More »

ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული კრიზისია

COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მსოფლიოს გიგანტურმა კომპანიებმა ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყეს. მათ შორის, ქარის, მზის და მწვანე ენერგიის. ინდოეთში ქვანახშირი იწურება Power Technology-ის მონაცემებით, ბუნებრივ წიაღისეულზე ქვეყნის 60%-ია დამოკიდებული. COP26 კონფერენციის დროს, ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ქვანახშირის ჩანაცვლების ეტაპობრივი გზები წარადგინა. ინდოეთის მთავარი ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 მარტამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით  ბირჟა არა 1 იანვარს არამედ 1 მარტს ამოქმედდება. ინფორმაცია “ბიზნესპარტნიორს” სემეკის თავმჯდომარემ დაუდასტურა. საქართველოში ენერეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება ჯერ კიდევ  2021 წლის 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა,  იმისათვის, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დასაწყებად ბირჟის მონაწილეები მზად არ აღმოჩნდნენ. ენერგეტიკული ბირჟა ამ დრომდე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბირჟის ზამთარის დეფიციტურ პერიოდში  ამოქმედებას არასამთარობო ...

Read More »

სემეკში განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლეფში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო სამუშაო გეგმები. შეხვედრა გახსნა პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა. მან დადებითად შეაფასა სემეკში მე-4 დაძლობილების პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა ეფექტიან შედეგებზე, რომელიც უკვე გამოიკვეთა მხარეთა მუშაობის შედეგად. შეხვედრაში მონაწილეობენ პროექტის ლიდერები, ევროდელეგაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სემეკში, ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

„სიკვდილი იქნება რბილი ჩაბნელება” – პასუხგაუცემელი კითხვები “ნამახვანზე”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებთ სტატიას აქვეყნებს: რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელიც არაერთი გამოგონების ავტორია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით. მუშაობდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ მის კონსერვაციაზე, შემდეგ – აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა არმიის სამხედრო ბაზაზე, გერმანიის გაერთიანების პერიოდში. მოკლედ, არის საბჭოთა კავშირის დაშლის ბევრი ისტორიული ფაქტის მომსწრე და მოვლენის უშუალო მონაწილე. საუბარი ჩერნობილის ატომური სადგურით დავიწყეთ, შემდეგ – ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

პრემიერი: ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება ენერგეტიკა გახდეს

ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია. „ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება. ჩემი დავალებაა და მთავრობა მუშაობს ...

Read More »

“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

ევროპა ზამთარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირის საჭირო ოდენობის გარეშე შეხვდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკოსების შეფასება გერმანიის მარეგულირებლის მიერ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესაძლო შედეგებზე. გერმანიის მარეგულირებლის განცხადებით, ახალი მილსადენის დამტკიცების პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ექსპლუატატორი კომპანია (“გაზპრომი”) წარმოდგენილი არ იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით. “2019 წლის მაისში გერმანიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალ მილებში აუცილებლად უნდა იყოს გაზის ...

Read More »