Tag Archives: #ნავთობკომპანიები

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,23 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 10,23 მლნ  ბარელით და შეადგინა 424,129 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 4,5 მილიონი ბარელით  და შეადგინა  219,087 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,36 მილიონი ბარელით და შეადგინა  120,171 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.  

Read More »

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2022 წლის 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.28 (+0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.99 (+0.60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე ქვემოთ რჩება

2022 წლის 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (+2.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.76 (+2.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსეთისგან ნედლ ნავთობს

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საზღვაო ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან ინდოეთში 14-ჯერ გაიზარდა ხოლო ჩინეთში 1,6-ჯერ. სააგენტო Anadolu მონაცემებს ლონდონში დაფუძნებულ (რეალურ დროში მონაცემთა თვალთვალის კომპანია) Vortexa-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნედლი ნავთობის გადაზიდვის მარშრუტი თანდათან შეიცვალა. თუ გასულ წელს ინდოეთს რუსეთიდან დღეში მაქსიმუმ 35 000 ბარელი ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, მაშინ იანვარ-თებერვალში შესყიდვები პრაქტიკულად გაქრა. რუსული ნავთობი ფასდაკლებით გაყიდვის ...

Read More »

სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოება მოითხოვა

9 დეკემბერს არაბ ლიდერებთან გამართულ სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოების მოთხვნა წამოაყენა. ჩინეთი აპირებს აქტიურად განაგრძოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ნავთობისა და გაზის იმპორტირება. თუმცა დოლარის ნაცვლად, სავაჭრო ვალუტა ჩინური იუანი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა რომელიმე ქვეყანა ამ წინადადებას, ან როდისთვის შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში. ეს ნაბიჯი ჩინეთის ამბიციური გეგმების ნაწილია. იგი ცდილობს, იუანი მსოფლიო ...

Read More »

პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის ზღვრული ფასების საპასუხოდ ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. „საჭირო შემთხვევაში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ OPEC+-თან წარმოების ოდენოაზე შეთანხმება გვაქვს და ვიფიქრებთ, თუ რა შევცვალოთ,“ – აცხადებს პუტინი. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუსეთი ამჟამად რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, ხოლო შესაბამისი ბრძანებულება, პუტინის თქმით, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასზე ზღვრული ფასი დაადგინეს”

რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. „რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს. მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”. მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”. რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ...

Read More »

ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე რუსეთში საბიუჯეტო დეფიციტი გაორმაგდა

ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე წლის შედეგებით, საპროგნოზო მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბებს, – განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. კერძოდ, მთავრობის ხარჯები შემოსავლებს მშპ-ის 2%-ის ტოლი თანხით გადააჭარბებს, ზაფხულში პროგნოზირებული 0,9%-ის ნაცვლად. “წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯები გველის. საბიუჯეტო “ხვრელის” ამოვსებას ვალის აღებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების მეშვეობით ვგეგმავთ” – აღნიშნა სილუანოვმა. ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში ...

Read More »

„დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება“

გლობალური სავაჭრო ჯგუფის” ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დეკემბერში ბენზინის ფასის შემცირება გაგრძელდება. „ადგილობრივ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ბენზინის ფასი შეუქცევადად მცირდება. დიდი ქსელი იქნება ეს, საშუალო თუ მცირე ქსელი ფაქტობრივად ფასების ვარდნასთან გვაქვს საქმე. არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულება დღეს უკვე 2.40 ლარია. ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებით და ლარის კურსის გამყარებითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე საბითუმო ბაზარზეც ...

Read More »