Tag Archives: #ტყე

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გრძელდება

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა ასობით სახლი და მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს შეექმნა საფრთხე. Reuters-ის ცნობით, ხანძარს უკვე 24 ადამიანი შეეწირა. 8 თებერვალს კი, ცეცხლი ახალ რაიონებს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 300 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი მოიცვა. ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 2180 ადამიანი დაშავდა და 1180 სახლი განადგურდა. „მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, იზრუნოს ტყეებზე ისევე, როგორც ჩვენს ცხოველებზე, სიცოცხლისუნარიანობის ...

Read More »

ჩილეში, ტყის მასიურ ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი ბიობიოს ოლქში დაიღუპა, 2 კი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით ...

Read More »

ჩილეში ტყის ხანძარმა უკვე 8300 ჰექტარი მოიცვა

ჩილეში ტყის ხანძარმა 8300 ჰექტარი მოიცვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Xinhua ავრცელებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინ ტოხას განცხადებით, დაღუპულთაგან ოთხი ადგილობრივი იყო, ერთიც მეხანძრე. მინისტრის თქმით, ჩილეში 151 ხანძარი მძვინვარებს, 65 უკვე კონტროლქვეშაა, ხოლო 39 – ჩააქრეს. ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონებია ბიობიო და ნუბლე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო – სამაშველო სამსახური , ისე მოხალისეთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ადგილობრივი ტყის ჭრის შეჩერება ერთადერთი გამოსავალია ნახშირორჟანგის რაოდენობის სასურველ ნიშნულამდე დასაყვანად

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) და გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ადგილობრივ ტყეებს შეუძლიათ ატმოსფეროდან ნახშირბადის საჭირო სიჩქარით მიღება. პროფესორმა ბრენდან მაკიმ გრიფიტის უნივერსიტეტიდან თქვა, რომ, თუ მთავრობის მიზნები მიიღწევა, მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ნახშირბადის გამონაბოლქვი ყოველწლიურად დაახლოებით 15,3 მეგატონით უნდა შემცირდეს. “ეს დაახლოებით იგივეა, რაც წლიური წმინდა ნახშირბადის ემისიები, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი ტყეების ჭრის შედეგად წარმოიქმნება”, – თქვა პროფესორმა ...

Read More »

კახეთში ხანძრის ორი კერაა – ცეცხლი ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა

კახეთში ხანძრის ორი კერაა. ცეცხლი ლაგოდეხსა და პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რას უკიდია ცეცხლი და რა ფართობზეა გავრცელებული უცნობია, რადგან ხანძრის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის. ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობსხანზრის ქრობის პროცესი.

Read More »

საფრანგეთი მილიარდი ხის დარგვას გეგმავს

2032 წლისთვის საფრანგეთი მილიარდ ხეს დარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტყის ფართობის 10%-ია. ახალი ხეები ყველა რეგიონში დაირგვება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. მთავრობის განცხადებით, ახალი ხეები გლობალური დათბობის შედეგების შემცირებას შეუწყობს ხელს, რადგან ისინი სითბური გაზების ბუნებრივ „მშთანთქავებს“ წარმოადგენენ. ამასთან, ხეები ათასობით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველის, მცენარისა და მწერის შენარჩუნებას დაეხმარება. ხეები ზაფხულში ქალაქებისთვის ბუნებრივი კონდიციონერის, ზამთარში კი ცივი ქარის ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად

ხეების დარგვა ყოველთვის მიიჩნეოდა ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირების ეფექტიან მეთოდად, როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ოდენობა იზრდებოდა. თუმცა ახლა გოტენბურგის უნვერსიტეტის მკვლევრები და სხვანი გვაფრთხილებენ, რომ მწირ ნიადაგზე დარგული ხეები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ტყის დაბერებასთან ერთად მცირდება მის მიერ CO2-ის შთანთქმის უნარი. ყოველ ჯერზე, როდესაც ტყე ირგვება, დგება ნიადაგიდან დამატებითი ნახშირბადის გამოყოფის რისკი. მცენარეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი საკვანძო ფაქტორია ...

Read More »

განახლებადი ენერგია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე | კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო და უფრო აქტიურად იგრძნობა – ბუნებრივი კატაკლიზმები წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2022 წლის ზაფხულში გაჩენილმა ხანძრების თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა. ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ხეების სწრაფ ზრდას განაპირობებს — როგორ გვიცავს ტყე

ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ემისია კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს, ოჰაიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით კი ეს ხეების ბიომასის ზრდასაც განაპირობებს. “ტყეები ატმოსფეროდან მთლიანი გამოყოფილი ნახშირორჟანგის 13 პროცენტს შთანთქავს. ჩვენ ჰაერში მილიარდობით ტონა CO2-ს ვუშვებთ, თუმცა, ამავე დროს, ტყეების ზრდით მისი დიდი ნაწილი ბათილდება”, — აცხადებენ სპეციალისტები. ამ პროცესს ნახშირორჟანგით განაყოფიერების ეფექტი ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როცა CO2 მცენარეებში ფოტოსინთეზს აჩქარებს. შედეგად, ...

Read More »