Tag Archives: #ენერგოპოლიტიკა

ჯასტინ ტრიუდო – „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მისივე თქმით, კანადას მოუწია მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო გამონაკლისი დაეშვა და გარემონტებული ტურბინა გერმანიისთვის გადაეცა. „სანქციები მიმართულია პუტინისა და მისი თანაშემწეების მიმართ და არ არის განკუთვნილი ჩვენი მოკავშირეებისა და მათი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ტრიუდომ. მისი თქმით, კანადა ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს დასავლურ ქვეყნებს, მიბაძონ ვილნიუსის მაგალითს და რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. ამის შესახებ ნაუსედამ ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – LRT-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, ...

Read More »

გლობალური ენერგოკრიზისი შესაძლოა გაუარესდეს – IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის თქმით, ენერგიის მიწოდების გლობალური შემცირება, რამაც ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი და ელექტროენერგიის და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია, შესაძლოა გაუარესდეს. მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე მისი სიღრმისა და სირთულის თვალსაზრისით. შესაძლოა, ყველაზე უარესი ჯერ არ გვინახავს, ეს მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას”,- განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა სიდნეიში გამართულ გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე. ბიროლის თქმით, ...

Read More »

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ

აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, რუსეთის ენერგეტიკაზე ჩვენი კოლექტიური დამოკიდებულების შემცირებისა და კრემლზე ზეწოლის შენარჩუნების ვალდებულებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს გერმანიაში ბუნებრივი აირის ტურბინა Nord Stream 1-ის მილსადენში გამოსაყენებლად. მოკლევადიან პერსპექტივაში, ტურბინა საშუალებას მისცემს ...

Read More »

„სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება“

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან“, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ...

Read More »

„რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით“ – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და კორუფციული საფრთხეები

„ჩვენ ელექტროენერგიის 15%  შემოგვაქვს გარე წყაროდან, შარშან ყველაზე მეტი შემოვიტანეთ აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან დაახლოებით მესამედი და ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ არის კომფორტული, იმიტომ რომ ელექტროენერგია მყისიერი პროდუქტია და თუ რამე შეფერხება მოხდა მას ვერ შეინახავ და ვერ დააგროვებ“, – ამის შესახებ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის (WEG) დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა  რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით წლიური მოხმარების რიცხვი ზამთარში კიდევ უფრო ...

Read More »

პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. “დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს”,- ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე – საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მსგავსი მასშტაბის რეფორმა არ განხორციელებულა

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მდგომარეობა 2022 წლისთვის. მინისტრის მოადგილის ...

Read More »

ოლაფ შოლცი – საწვავის ფასებს თუ გადავხედავთ, რთული სიტუაციის წინაშე ვართ, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ სუბსიდირებას, ამიტომ აუცილებელია საწვავის წარმოების გაზრდა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება, აწარმოოს სასტიკი ომი უკრაინაში, იმპერიალისტური მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა ინტერვიუ გერმანიის კანცლერის იოჰანესბურგში ვიზიტის დროს ჩაწერა. ოლაფ შოლცის ინფორმაციით, პუტინთან პირადი საუბრისას რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ ომი არასდროს მოუტანს დადებით შედეგს რუსეთს. შოლცის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება. ამასთან, როგორც ინტერვიუში გერმანიის კანცლერი ...

Read More »

ჩინელი მწარმოებლები რუსული ნავთობის ყიდვას დიდი ფასდაკლებით იწყებენ

ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებელი მწარმოებლები რუსულ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ, რადგან დასავლეთის ქვეყნები აჩერებენ საკუთარ შესყიდვებს უკრაინაში ომის გამო. შანდონგში დაფუძნებული დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას საჯაროდ არ განუცხადებია ინფორმაცია რუსეთის ნავთობის მომწოდებლებთან გარიგების შესახებ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს კონტროლი და არ დაზარალდეს აშშ-ს სანქციებით. ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ გადამამუშავებელმა ქარხანამ აიღო რუსული ნედლი ნავთობის ...

Read More »