Tag Archives: #ჰესი

ელენე ღუბიანური: ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი რაციონალურ დიალოგზე იქნება დაფუძნებული. “იმედი გვაქვს, მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული”, – განაცხადა „ენკა ...

Read More »

“სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ”

“ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში”, – თქვა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.  ლომინაძის თქმით, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 6.2 ცენტი იქნება, რაც ნაკლებია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც 7-დან 13 ცენტამდეა პიკის საათებში. “ნამახვანჰესის საბაზისო ტარიფი იქნება 6.2 ცენტი, პიკურ საათებში იმპორტირებული ენერგიის ფასი კი არის 7-დან 13 ცენტამდე. აქედან გამომდინარე, მესამე კლასის მათემატიკაა, რომ ...

Read More »

არის თუ არა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია უფლებამოსილი ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე?

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს, შესაძლოა გათავისუფლდნენ ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისაგან. ხაზგასასმელია, რომ კომპანია რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. აღნიშნული წესი მიღებულია ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებამდე 15 წლით ადრე და ამ წესით სარგებლობა ყველა სტრატეგიულ ...

Read More »

“შეიძლება ჩანდეს, რომ გვირაბი გაყვანილია, მაგრამ ეს მოსამზადებული სამუშაოა”

„ვიზუალურად შეიძლება ჩანდეს, რომ „გვირაბი გაიყვანეს, შეიჭრნენ და მუშაობენ“. რეალურად კი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები“, – განაცხადა „ენკა რინიუებლზისა“ და „ნამახვანი ჰესის“ პროექტის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში. „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორი კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე მთავრობასთან შეთანხმების კვალდაკვალ, რიონის ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. ჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ მიუთითებენ, რომ კომპანია ადგილზე მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს კი არ ...

Read More »

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი ENKA-ს ბაზასთან, ტვიშშიც გაშალეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში დღეს კიდევ ორი კარავი გაშალეს. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ერთი კარავი ისევ სოფელ გუმათში გაიშალა, ხოლო კიდევ ერთი კარავი სოფელ ტვიშში, ჰესის ინვესტორ კომპანია ENKA-ს ბაზასთან. გოლეთიანის განმარტებით, ტვიშში გაშლილი კარავი ENKA-ს მანქანებისთვის საპროექტო ტერიტორიიდან წამოსასვლელ გზას ჩაკეტავს, ხოლო გუმათში გაშლილი კარვებით კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას გუმათიდან რიონის ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ENKA: მითი vs რეალობა

“ნამახვანჰესის” პროექტის დეველოპერმა ENKA Renewables-მა 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითების გაქარწყლებისთვის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიონის ხეობის ფართობის ნახევარი მათ გადაეცათ. სინამდვილეში ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობის ფართობის 2.9%-ზე შენდება. კომპანიის განცხადებითვე, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის მშენებლობისას დასაქმებულთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქე იქნება, მაშინ როდესაც პროექტის მშენებლობის ფაზაზე 1600 ადამიანი ...

Read More »

“საზოგადოებას ნამახვანჰესზე ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მითების ადგილი აღარ დარჩეს”

კომპანია Enka Renewables ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებული რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სრულად და ჯეროვნად გავაცნოთ ეს პროექტი და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იმისთვის, რომ აღარ დარჩეს ადგილი მითებისა და სპეკულირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი. ჩვენ ...

Read More »

STUCKY ნამახვანზე: კაშხალი უსაფრთხოა, მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით

ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახლა შესწავლის პროცესში აქტიურადა ჩართული შვეიცარული საპროექტო კომპანია „შტუკი“. კომპანიის ექსპერტები საქართველოში არიან და ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ. „შტუკის“ წარმომადგენელი, პაბლო რენესალ გარსია აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესის მთავარი კაშხალი უსაფრთხოა და ის სრულიად შეესაბამება მსოფლიოს დიდი კაშხლების აღიარებულ სტანდარტებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა. მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო ...

Read More »

კახა კუჭავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია – სჯობს დღეს დაიწყოს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი, რაც ჩემი შეფასებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება. გარკვეული ინფორმაციები მოვისმინე, რომელიც როგორც ვიცი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ ...

Read More »

ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა სტიქიურ დარტყმებს ვერ გაუძლოს

ENKA RENEWABLES კიდევ ერთხელ აცხადებს თუ რამდენად დაცული იქნება ნამახვანის პროექტის ფარგლებში ჰესის კაშხალი სტიქიური კატაკლიზმებისგან. პროექტის ქართველ დირექტორს არგუმენტად ის კვლევები მოჰყავს, რომელიც ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა. „იმ ტიპის კაშხალი, როგორიც შენდება ნამახვან ჰესის პროექტის მიხედვით, 1963 წლიდან არ ჩამოქცეულა. პრაქტიკულად ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს. სწორედ ამიტომ გვყავს ჩართული ამ პროცესში არაერთი უცხოელი ...

Read More »