Tag Archives: #იტალია

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

Eni: „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. „გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა”, – ნათქვამია Eni-ის განცხადებაში. იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის ...

Read More »

იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე, თუმცა ენერგეტიკული შეზღუდვებით გადაიტანს

თუ მიწოდება შეწყდება, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს ხელმძღვანელმა, კლაუდიო დესკალციმ გაზეთ La Repubblica-ს მიერ ბოლონიაში ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. კერძოდ, დესკალცი ამბობს, რომ თუ რუსეთი ახლავე შეწყვეტს გაზის მიწოდებას, იტალია ამჟამად შეაძლოა, მზად არ იყოს, თუმცა 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის მოემზადებოდა. მისი თქმით, იტალიურმა მხარემ უნდა დაასრულოს ყველა ის შეთანხმება, რომელიც ბოლო ოთხიდან ხუთ ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს – North Field East მოაწერა ხელი.  ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »

ევროკომისია ესპანეთსა და იტალიას შორის 700 კილომეტრიანი გაზსადენის აშენებაზე ფიქრობს

ევროკომისია განიხილავს 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების საზღვაო გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს პირენეის ნახევარკუნძულს იტალიასთან. ამის შესახებ იუწყება გაზეთი El Pais. გამოცემის ცნობით, ესპანურ ბარსელონასა და იტალიურ ლივორნოს შორის 700 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება. მილსადენი გაზს მიაწვდის როგორც იტალიას, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთიდან იღებს გაზის 40%-ს, ნავთობის 27%-ს ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის

იტალიური ენერგო კომპანია Eni „გაზპრომ ბანკში“ რუბლის ანგარიშს გახსნის, რათა რუსული გაზის საფასური გადაიხადოს. Bloomberg-ის ცნობით, 20 ევროპელ კლიენტს უკვე გახსნილი აქვს რუბლის ანგარიში, ოთხმა მათგანმა კი უკვე გადაიხადა. Eni-ს წარმომადგენელმა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ აქამდე იტალიურ კომპანიას გადახდის ახალი მექანიზმისთვის არ მიუმართავს და გაზის საფასურს ის მხოლოდ ევროში იხდიდა. გადახდის შემდეგი რაუნდი მაისის მეორე ნახევარში შესრულდება. ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად იტალია ხმელთაშუა ზღვის კავშირებს აძლიერებს

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, იტალიას სურს კავშირების და ვაჭრობის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან, როგორიცაა ალჟირი და ლიბია. გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ და სურს დაეხმაროს ლიბიას შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებაში, რომელიც წარსულში ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი იყო. იტალია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკავშირებს აფრიკას და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან ევროპაში. “უნდა გავაძლიეროთ ...

Read More »

იტალიის პრემიერი – გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა, არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს, ასეთი რუხი ზონაა

რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა ბუნებრივი აირის საფასური რუბლით, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა. „მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა“, – განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ უკრაინაში ომის გამო ...

Read More »

იტალია 2024 წელს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი იქნება

იტალიის ეკონომიკის მინისტრის რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალიის მიზანია 2024 წლის შუა რიცხვებისთვის რუსული გაზის დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია გაზეთ La Repubblica-ზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ გათავისუფლება რუსული ბუნებრივი აირისგან და მასზე დამოკიდებულებისგან. ამას 2024 წლის მეორე ნახევრამდე უნდა მივაღწიოთ“, – აცხადებს მინისტრი. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუბლით რუსული გაზის შეძენას ეხებოდა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაფიოა ამ საკითხზე ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის საფასურის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. საუბარია ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ...

Read More »