Tag Archives: ##ჰიდროენერგეტიკა

ვარლამ გოლეთიანი: აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. პარალელურად, სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ახლობლები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მუკბანიანის გათავისუფლებასა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ. მათივე განმარტებით, სოფლის ყველა შესასვლელს გადაკეტავენ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს გადაადგილების უფლება არ მისცენ. „აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ. გვაქვს გზების გადაკეტვის რესურსი. არ ვიცი, რამდენად მოჰყვება ამას ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოს აქვს შანსი, ენერგეტიკული ჰაბი გახდეს

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენეერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას, მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რომ თუნდაც თურქეთში, ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ამდენად, იგივე თურქეთში ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ჰესი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

„საქართველოში, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ იქნება საკმარისი. ეს ზრდა მხოლოდ მოსახლეობის 40% -ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და 60%-ისას კი გააუარესებს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ამ 60%-ის გარკვეულმა ნაწილი იფიქრებს ქვეყნის დატოვებაზე, უცხოეთში გადახვეწასა და იქ მუშაობაზე იფიქროს. „ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ...

Read More »

ბექა დავითულიანი: „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

„ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება. „მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: ჰესი აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია იქ, სადაც ბარიკადია და არ გვეძლევა სახლში წასვლის საშუალება

ვცდილობდით მშვიდობიანად, ხელებაწეული ასვლას ბარიკადს იქით და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციაზე არიან დაკავებულებიც. „სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ...

Read More »

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან. “ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

რომან გოცირიძე: საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს!

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს რომან გოცირიძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ “როცა ვამბობთ “გიგანტური ჰესი”, ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი. ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ...

Read More »

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ნამახვანჰესის პროტესტზე

საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურნენ, რომელმაც თბილისში გადმოინაცვლა. როგორც დიპლომატები აცხადებენ, მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უნდა მოუსმინოს და დიალოგი გახსნას. აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა იპოვოს ბალანსი ჰესის მოწინააღმდეგეთა წუხილსა და ენერგოდამოუკიდებლობას შორის. “მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი საზოგადოების წუხილი გაითვალისწინოს და განიხილოს მთავრობამ, ისევე, როგორც მხარეების წუხილი. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ხვალ 4 საათიდან პიკეტირებას გეგმავენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ. ინფორმაცია მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა. “არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, მთავარია, რომ ბოლომდე გავიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს ერთ რამეს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, როდემდე გაართმევს თავს. ჩვენ უკვე 210 დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე ...

Read More »