Tag Archives: #უკრაინა

გაერო მზადაა შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, შუამავლობა გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გააკეთა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული, კიევი და მოსკოვი სადგურის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის სამხედროებს, ყველანაირი წინაპირობების გარეშე დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ომის 173-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება, გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსა და უფრო შორს მდებარე რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. თუ რუსეთის გამო მოხდება კატასტროფა, ის დაარტყამს მათაც, ვინც ჯერ ჩუმადაა. ეს საკითხი უკვე დგას ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაირთო ავარიული დაცვა და სამი მუშა ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გაითიშა. „სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ...

Read More »

რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ჩასვლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც შეიძლება მალე. ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ამასთან, ნებენზიამ მხარი არ დაუჭირა წინადადებას ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ. მისი თქმით, რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ...

Read More »

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი მოუწოდებს მოქალაქეებ, ქუჩაში არ გავიდნენ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსები ატომურ ობიექტს სოფელ ვოდიანოედან ესვრის. მათივე ცნობით, შედეგად დაზიანდა სადგურის მიწისქვეშა კომუნიკაცია და სახანძრო ნაწილი. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის არმიამ ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. ქალაქში დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე საბავშვო ბაღი. მწყობრიდან გამოვიდა გაზსადენი ...

Read More »

უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ

უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბხმა კაიროში, არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება საბჭოს ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიებაში და იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის – საერთაშორისო ორგანიზაციებში. მან მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის – რუსული ნავთობის ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

უკრაინის ომში, ბრძოლა ერის მინერალური და ენერგეტიკული სიმდიდრისთვის

აღმოსავლეთით 100 მილზე ნაკლებ მანძილზე, საარტილერიო იარაღი ურტყამს უკრაინის თავდაცვით პოზიციებს, როდესაც რუსული ძალები წინ მიიწევენ. დონბასის ქვანახშირის ფართო საბადოს ქვეშ, მაღაროელთა რიცხვი მცირდება, რომლებიც კვლავ მუშაობენ, რომლებიც მოიპოვებენ საწვავს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის სიმბოლოა. კრემლი ართმევს ამ ერს მისი ეკონომიკის სამშენებლო ბლოკებს – მის ბუნებრივ რესურსებს. თითქმის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ, მოსკოვის დაუდევარმა ომმა მოიტანა მინიმუმ ერთი დიდი ჯილდო: ...

Read More »

ზელენსკი – ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ

ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. „რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, რათა ასე ღიად დაემუქროს მსოფლიოს და პირობების წამოსაყენებლად. მსოფლიოში აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ...

Read More »

რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  მან ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

უკრაინა: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დამომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ 11 აგვისტოს Энергоатом-ის პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა. “სადგურის ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა ჩამოვარდა – შედუღების ადგილისა და რადიაციის წყაროების შესანახი ადგილის გვერდით. მცირე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ნათქვამია განცხადებაში. კიდევ ხუთი რაკეტა სახანძრო სადგურის მიდამოში ჩამოვარდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარეობს, დასძინა პრესსამსახურმა. სადგურზე ...

Read More »