ქვეყანაში ჰესების მშენებლობა თითქმის ყველგან შეჩერებულია. ენერგეტიკული დარგი თანდათან ჩიხში შედის. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ნამოხვანჰესის შემდეგ არათუ დიდი, არამედ საშუალო სიდიდის ელექტროსადგურიც კი არ შენდება. რამდენიმე დღის წინ ნენსკრაჰესის დაპაუზებულ მშენებლობის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ინვესტორმა, კორეულმა კომპანია „ქეი უოთერმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა. ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს. ...
Read More »